Thursday, April 2, 2020

მათემატიკა-  ვაგრძელებთ მუშაობას განტოლებებზე.


რა რიცხვი უნდა მივუმატოთ 400-ს, რომ მივიღოთ 950?
როგორც ვხედავთ პირველი შესაკრები 400-იამეორე შესაკრები არ ვიცით და შეგვიძლია აღვნიშნოთ x-ით, ხოლო ჯამი 950-ის ტოლია.  

გავაკეთოთ ჩანაწერი: 400+x = 950  
 გავიხსენოთ:უცნობის შემცველ ტოლობას განტოლება ეწოდება.
უცნობი შესაკრები რომ ვიპოვოთ, ჯამს გამოვაკლოთ ნაცნობი შესაკრები.

400+x = 950  
x=950-400
x=550   ← ეს ამ განტოლების ფესვია.(ამონახსენია)   რადგან ჩვენ x-ით აღვნიშნეთ მეორე შესაკრები, ე.ი. ის 550-ის ტოლი ყოფილა.

დასაწერად: 
1. რა რიცხვს უნდა მივუმატოთ 58, რომ მივიღოთ 135?(ამოხსენი განხილული ნიმუშის მიხედვით.)
2.ორ ბიდონში 150კგ თაფლია.პირველ ბიდონში 48 კგ-ია, რამდენი კგ-ია მეორე ბიდონში?(შეადგინე მოკლე პირობა და ამოხსენი ამოცანა განტოლებით.)

გავიხსენოთ შემდეგი ტიპის განტოლებების ამოხსნა   
1.ჯერ გავამარტივოთ! 
                                                                                                 
                                                 ⇓

                                    X-25=72:9
                                    X-25=8
 2)შემდეგ ამოვხსნათ მარტივი განტოლება 
                                                      X=8+25
                                    X=33 
                                    ------------------
3)შემოწმება                                 33-25=72:9
                                           8=8
დასაწერად:3) X-127=25*3         X-387=756:4
                       X-27*2=128         X-125*4=137
                       5*125- X=114     987:3-X=4*63
4)მოიფიქრეთ რაიმე ცხოვრებისეული ამოცანა და ამოხსენით განტოლებით.  მაგ. მას შემდეგ რაც ოჯახში დაიხარჯა 64 კგ კარტოფილი, მარაგში კიდევ დარჩა 36კგ.რამდენი კგ კარტოფილი ჰქონია ოჯახს მომარაგებული?   X-64=36

No comments:

Post a Comment