Wednesday, April 1, 2020


პროექტის შესახებ, ვაზუსტებ დეტალებს და ინფორმაციას დაგიდებთ მოგვიანებით!


უსმინეთ და გაიწაფეთ, ჩემო ყოჩაღებო!



ქართული- წაიკითხეთ სულხან-საბას იგავი "უტკბესი და უმწარესი".


დასაწერად: 3,6,7.   დამატებით: გაიხსენეთ ან მოიძიეთ ანდაზა(ან ანდაზები)სიტყვის ძალაზე. ასევე, იოსებ გრიშაშვილის ლექსში იპოვეთ ორი სტრიქონი, რომელიც ამ იგავს შეეფერება.(წერილობითი დავალებას ჩავიბარებ პარასკევამდე,ან მესენჯერით ან TEAMS-ში.)
ვისაც ლექსი მოგეწონებათ, შეგიძლიათ ონლაინ ჩართვის დროს ჩამაბაროთ. 😉

















მოხუცის დარიგება

ფავორიტებში დამატება
მატყუარას, ფლიდს და ორპირს
ნუ გაიხდი თანამგზავრად,
თორემ ბოლოს დაინანებ
და ჩაგყვება გულში ჯავრად.

ვიდრე სიტყვას წარმოთქვამდე,
გაცხრილე და თქვი შერჩევით,
ამით ტყუილს განირიდებ
და სიმართლეს შეეჩვევი!

და თუ რამეს დააშავებ,
თამამად თქვი: „მე ვიყავი!“
სხვას ნუ ერჩი... დამნაშავედ
აღიარე შენი თავი!

ტყუილ მოწმედ არვის გაჰყვე,
ქედი არსად დაიხარო;
ტყუილის თქმას გირჩევნია
გულში ტყვია დაიხალო!

ჩემო ბალღო, ჩემო შვილო,
ჩემო ნორჩო მეგობარო,
გთხოვ, მოხუცის დარიგება
ანდერძივით მიიბარო!

No comments:

Post a Comment