Thursday, April 30, 2020

წაიკითხეთ ტექსტი და წერილობით უპასუხეთ პირველ ოთხ შეკითხვას.


Tuesday, April 28, 2020

ქართული-  ი. გოგებაშვილის თავის გაწირვა მტრისათვის."
ტექსტის შემდეგ მოცემული დავალებები ზეპირად შეასრულეთ.
დასაწერად: 8, 9,10,13      დამატებით:დაწერეთ პატარა თხზულება  "ყმაწვილის გმირობა"

დავალებები გამოგზავნეთ სამშაბათამდე.
 მომდევნო ჩართვა პარასკევს, 2 საათზე მათემატიკის ჯგუფში.

 ხვალ  ყველაზე ყოჩაღი ბავშვებისთვის დავდებ დამატებით ტექსტს.

Monday, April 27, 2020

ქართულის ტესტი -ჯერ ტექსტი წაიკითხეთ,მესამე კითხვის შემდეგაა და მერე გაეცით პასუხები.  https://tvschool.ge/s/hw/6TnCF58Ex

მათემატიკა- https://tvschool.ge/s/hw/JhZaIy4fE

Sunday, April 26, 2020

ბავშვებო, თხოვნა მაქვს თქვენთან. სურათები გადმოაბრუნეთ ხოლმე და ისე გამომიგზავნეთ!  😉

მომდევნო შეხვედრა ქართულის ჯგუფში სამშაბათს, სამ საათზე!


აღმოვაჩინე, რომ რამდენიმე ვიდეო არ ატვირთულა და ნელ-ნელა ვდებ.


Friday, April 24, 2020







მათემატიკა-  გვ.27 სავ 1,2,3,6   (დავალებებს აგზავნით სამშაბათამდე)
დამატებით: 
 90-x=50:5      x-7*8=80      46-x=27:3     212+8-x=115


მუსიკა-   უყურეთ 24.04-ის ტელეგაკვეთილს და შეასრულეთ მოცემული დავალება.https://1tv.ge/video/musika-iii-iv-klasi-disneis-animacia-teleskola/?fbclid=IwAR1-P_uqMXFTuz7WsKDAiRuu7goVyRtbm_LGIk9gnjMzkVqLr3Oy75ZtYJw
უპასუხე კითხვებს:
1.დაასახელე პირველი სრულმეტრაჟიანი ფერადი ანიმაციური ფილმი ანიმაციური ფილმების ისტორიაში.
2.რომელი ანიმაციური გმირის ვარსკვლავი გაიხსნა პირველი ჰოლივუდის ,,დიდების ხეივანში“?ვინ არის ამ გმირის შემქმნელი?                                                                                                                                           

ინგლისური-Unit 18 გვ 78
წაიკითხეთ მოცემული ტექსტი(მოსასმენი დავალებაა,თქვენ წიგნში არაა)და შეასრულეთ სავ.2 და 3. გვ.79 სავ 6 და სავ 7(უპასუხეთ კითხვებს)




ბუნება- აუცილებლად უყურეთ გაკვეთილს და პარალელურ რეჟიმში პასუხები გაეცით კითხვებს!https://1tv.ge/video/buneba-iv-klasi-saqartvelos-geografiuli-mdebareoba-21-aprili-2020-teleskola/



Thursday, April 23, 2020

პარასკევს, სამ საათზე მათემატიკის ჯგუფში!

დიდი მადლობა, ვინც არ დაიზარა, დახატა და გამოგზავნა!





Wednesday, April 22, 2020

თქვენ ეს შეგიძლიათ და შეცვლით ყველაფერს უკეთესობისკენ!


დიდი სმაილები


                    დააჭირე აქ!

ბუნება-    უყურეთ და კიდევ ერთხელ დაფიქრდით!


ნამუშევრებს ველოდები დღის ბოლომდე!!!

ვდებ რამდენიმე ნიმუშს!

თქვენ უკეთესსაც დაამზადებთ, თუ მოინდომებთ!














ქართული-   ყურადღებით წაიკითხეთ სახელმძღვანელოდან
მოთხრობები წმინდა ზნეობაზე: ,, ჩიტი"
 სავარჯიშოები შეასრულეთ ზეპირად!

დასაწერი მონიშნული გაქვთ.

დამატებით წაიკითხეთ ტექსტი(ძალიან საინტერესოა), შეასრულეთ დავალებები, შეგიძლიათ ზეპირად, დაწერეთ მხოლოდ ბოლო გვერდი(წერა)..












Tuesday, April 21, 2020

  ხვალ, პირველ საათზე შევხვდებით ქართულის ჯგუფში! კალენდარზე მონიშნულია შეხვედრის დრო, როგორც კი შესრულდება პირველი საათი გაჩნდება ღილაკი JOIN და შეუერთდებით ჩართვას.




                          






Monday, April 20, 2020


ყურადღება!!! დავალება ყველაზე მონდომებული ბავშვებისთვის!!! 

   ჩათვალე, რომ პირველი კლასის მოსწავლეებს უნდა მიაწოდო ინფორმაცია, რატომ არის წითელი კვერცხი, ჯეჯილი და პასკა აღდგომის განუყოფელი ნაწილი(შეგიძლია ისაუბრო ერთ-ერთზე, ან სამივეზე ერთად) მოიძიე თავად ინფორმაცია, ჩამოაყალიბე საინტერესოდ, ჩაწერე ვიდეო( ან შექმენი კომიქსი/ნახატი).არ დაგავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი პატარებისათვის მარტივად გასაგები უნდა იყოს! თუ შექმნი კომიქსს/ნახატს, მიუთითე სახელი და გვარი.
 ველოდები თქვენს ნამუშევრებს ხვალ, სამ საათამდე.
 საუკეთესოებს  ნახავენ პირველი კლასის მოსწავლეები! ! !

ჩვენი მომდევნო შეხვედრა შედგება ოთხშაბათს, პირველ საათზე  ქართულის ჯგუფში! (თან გქონდეთ ქართულისა და ბუნების სახელმძღვანელოები,ასევე რვეულები.)


გაიმეორეთ გაკვეთილი ლუკასთან ერთად! 😉


Saturday, April 18, 2020

 
                ქრისტე აღდგა!!!

" ხომ არ არსებობს აღდგომა?
– დიახ, მასწავლებელო.
– დიახ კი არა, არა–თქო!
– არა, მასწავლებელო!
– მაშ ეს ბიჭი ხომ იმსახურებს ამისთვის სასჯელს?! – ლუკაზე მიუთითა დირექტორმა.
– დიახ, მასწავლებელო!
– აბა, შემოარბენინეთ ასი წრე! – ბრძანა დირექტორმა და ბალღები კიჟინით გაეკიდნენ ლუკას.
ორმოცდამეთხუთმეტე წრეზე მთელი ეზო თვალებში დაუტრიალდა ლუკას და გონი აერია, მუხლები მოეკვეთა და წაიქცა. დირექტორმა წამოაყენა და ჩაეკითხა:
– აბა, აღდგა ქრისტე?
– ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ, მასწავლებელო..! "
გოდერძი ჩოხელი

  აღდგომა შურზე, მტრობაზე, სიკვდილზე გამარჯვებაა! გილოცავთ!!!

              
ხელოვნება-  https://1tv.ge/video/sakhviti-khelovneba-iii-iv-klasi-17-aprili-2020-teleskola/?fbclid=IwAR0fgcRMm8JbUuLgzeyHsBO_2kKRZ8GAl35vAvTrcGozj5Okk7DP9ccFjpw

მე და საზოგადოება-  https://1tv.ge/video/me-da-sazogadoeba-iii-iv-klasi-17-aprili-2020-teleskola/?fbclid=IwAR1VVKGeEb8vJVzrrPlBe9tcSKsCX8gpmMAGwCP86SrbW2wAp02Tytdt29w

გთავაზობთ " კონფლიქტის ქარბორბალას" დაფიქრდით, რომელ ეტაპზეა უფრო ადვილი კონფლიქტის შეჩერება?
პიროვნული და სოციალური კონფლიქტები



რა თქმა უნდა კონფლიქტის მოგვარების  მზა "რეცეპტი" არ არსებობს თუმცა გთავაზობთ  რამდენიმე რჩევას:

პიროვნული და სოციალური კონფლიქტები





მუსიკა - https://1tv.ge/video/musika-iii-iv-klasi-17-aprili-2020-teleskola/?fbclid=IwAR0oOj6OlbZEJeAojD3EauAszOa6ftuscLSl8KwS9ml68ekuXCFM4Odq6-E
მუსიკა-  ლელა მასწავლებელმა თიმსშიც დადო დავალება. ვისაც სურვილი გაქვთ, იქვე გაუგზავნეთ შესრულებული დავალება, ან ძველებურად გადაუდზავნეთ მესენჯერში.


გაეცით პასუხები შემდეგ კითხვებს:
1.როდის დაწერა კამილ სენ-სანსმა ,,ცხოველების კარნავალი“?
2.რამდენი დამოუკიდებელი ნაწარმოებებისგან შედგება ეს ციკლი?
3.დაასახელეთ რამოდენიმე ცხოველი და ფრინველი. მოიფიქრეთ,თქვენთვის ნაცნობი რომელი ინსტრუმენტებით გაახმოვანებდით თითოეულ მათგანს.


ინგლისური-- Unit 17 გვ.77.სავ 11(შეადგინეთ დიალოგი,გამოიყენეთ გვერდით მოცემული სიტყვები და ფრაზები)
სავ.12.(შეადგინეთ წინადადებები)
ტექსტი,,The world’s largest animal’’ისწავლეთ ზეპირად



ქართული- დამატებით შესასრულებელი დავალება( შენიშვნა: დავალების დაწერამდე აუცილებლად გადახედეთ წიგნში მოცემული ბრუნების ნიმუშს!)


Wednesday, April 15, 2020

ბუნება- მოიძიეთ ინფორმაცია თეთრი, წითელი, ყვითელი და შავი ზღვების შესახებ. (რომელი ოკეანის აუზს მიეკუთვნებიან და რატომ დაერქვათ ეს სახელი.) დაწერეთ რვეულში ან ჩაწერეთ ვიდეო და ისე გამომიგზავნეთ.
მეორე ნაწილიდან წაიკითხეთ პირველი გაკვეთილი. დასაწერად: 110-ე გვერდზე  სავ.1 და სავ.2





Tuesday, April 14, 2020

ხვალ, პირველ საათზე ბუნების ჯგუფში!


“სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? …..სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას…. ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს…”
წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე)
საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,    
სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!("ლ. ასათიანი)

.ქართული მარტო ენაა?! -
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა! -
იმოდენაა!   (მ. მაჭავარიანი)




ვისაუბროთ ქართულად, ნუ დავამახინჯებთ ბარბარიზმებით ჩვენს ძვირფას საუნჯეს, ეს ყველაზე მცირეა, რაც შეიძლება მისთვის გავაკეთოთ!
შეცდომაა                                                     სწორია
     ბაგაჟნიკი                                                    საბარგული
დალაიქება                                                     მოწონება
ბალკონი                                                      აივანი 

აუცილებლად სანახვი!!!http://www.myvideo.ge/tv/meore/2020-04-14/09:00:00

ქართული-წაიკითხეთ სახელმძღვანელოდან "ზედსართავი სახელისა და არსებითი სახელის ბრუნება"                                    
დასაწერად: მაბარებთ მომდევნო სამშაბათამდე
1)შეასრულეთ გაკვეთილის ბოლოს მოცემული წერითი დავალება.
 2) ასევე აბრუნეთ -1. მამაცი  რაინდი; 2. ბეჯითი მოსწავლე                  
3)დამატებით:  ეს დავალებაც რვეულში!


მათემატიკა---გვ.25  სავ.1 ; 2; 3; 

100-X=55:5           24:3+X=52
  700:7-X=25*2         X-55=125+14     
           




          

Monday, April 13, 2020











შეხვედრის დრო შეიცვალა!!!
ხვალ, 2 საათზე გვექნება ჩართვა ქართულის ჯგუფში!

ქართულის ტესტი რამდენიმეს არ შეუსრულებია https://tvschool.ge/s/hw/VaDPHAX-A

მათემატიკის ტესტზე სამუშაოდ, გადადით შემდეგ ლინკზე https://tvschool.ge/s/hw/42jjBOz-b  არ იჩქაროთ!

Saturday, April 11, 2020

გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს!უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!
იმოგზაურეთ სახლიდან გაუსვლელად!  






Friday, April 10, 2020

ბედნიერი შაბათ-კვირა მისურვებია! დარჩით სახლში და ეცადეთ საინტერესოდ გაატაროთ დრო! 
არ დაგავიწყდეთ ყველაზე სახალისო მომენტების, ჩვენთვის გაზიარებაც!


გამეზარდნენ გოგოები!