Tuesday, March 17, 2020

   მოგესალმებით... შექმნილი მდგომარეობიდან გამოდინარე, ვითვალისწინებ დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს და ვფიქრობ, მთელი კლასისთვის ან კლასის მოსწავლეთა უდიდესი ნაწილისათვის, უმჯობესია თქვენთან კონტაქტი განვაგრძო ჩვენთვის  უკვე კარგად ნაცნობი ბლოგის საშუალებით. აქამდე ბლოგს მოიხმარდა კლასის ყველა მოსწავლე უპრობლემოდ, იმედია ასეც გაგრძელდება. თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდათ, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ტელეფონის ან მესენჯერის საშუალებით. ელექტრონული ფოსტის არსებობის შემთხვევაში აქაც შეძლებთ კომენტარების დატოვებას.

  

 ჩვენ "მე და საზოგადოების" გაკვეთილებზე ხშირად გვისაუბრია ექსტრემალურ სიტუაციებზე. ჩავთვალოთ რომ ახლაც პრობლემა გვაქვს გადასალახი. ამ პრობლემის მოგვარება კი თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. იცით რომ საზოგადოებას ვქმნით ჩვენ და თუ ყველა ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ავიღებთ, უფრო მალე მოგვარდება პრობლემები. მე თქვენი იმედი მაქვს, ისე როგორც არასდროს. მენატრებით ძალიან.  ვიცი რომ სიზარმაცის "ზარებს" აჯობებთ და თქვენს გასაკეთებელს გააკეთებთ!





  ახლა, რაც შეეხება დავალებებს. ბლოგზე დაიდება მთელი კვირის განმავლობაში შესასრულებელი დავალებები. ვეცდები არ გადაგღალოთ და დავალებები იყოს სახალისო.  თუ რაიმე მაინც გაგიჭირდათ, შემეხმიანეთ ან მოინიშნეთ და როცა შევხვდებით ერთმანეთს, განვიხილოთ. 

ქართული-  1)გაიმეორეთ თეორიული მასალა ზღაპრის შესახებ.(თქვენივე სახელმძღვანელოდან.) სურათებს დავდებ მათთვის, ვისაც წიგნები თან არ გაქვთ.




2) ა)წაიკითხეთ ჭაბუა ამირეჯიბის "ჭიამაია და ბოროტი კაცი". აქვე დავდებ თქვენივე თანათოლების მიერ დადგმულ ამ ზღაპარს.
ბ)რვეულებში შეადგინეთ ორივე მთავარი გმირისთვის "პერსონაჟის რუკა" და დაასურათეთ ნახატით თქვენთვის სასურველი ეპიზოდი.






3) წაიკითხეთ ინდური ზღაპარი "კურდღლების მიწისძვრა" 





შემდეგ კი გააკეთეთეთ მოცემულ ლინკზე ტესტი. https://learningapps.org/display?v=pyw75agn320.

4)გაიხსენეთ ზედსართავი სახელი და შეასრულეთ მე-2 სავარჯიშო.



 შეგახსენებთ, რომ ეს დავალებები მომდევნო კვირის ორშაბათამდე გაქვთ შესასრულებელი.  

დღეს დღის ბოლომდე სხვა საგნებსაც დავამატებ.

6 comments: