Tuesday, February 14, 2017

 ხვალ ბავშვებს გამოატანეთ ყველა ის სახელმძღვანელო,რომელიც დაგირიგდათ სექტემბერში!!!.(რვეულები მხოლოდ ის,რაც ცხრილის მიხედვით გვჭირდება)

ქართული-
,,მენავეები" კარგად კითხვით.
ამოიწერეთ რჩევა მოთხრობიდან.
მათემატიკა-გაიმეორონ:შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება!
გვ.130-131 განიხილეთ ზეპირად.
დასაწერად:1)ამოცანა
ერთ ყუთში 10 ფანქარია,მეორეში კი 4.რამდენით მეტი ფანქარია პირველ ყუთში?
2)ამოცანა
ანამ ამოხსნა 5 მაგალითი,მზიამ 8.რამდენი მაგალითით ნაკლები ამოუხსნია ანას?
3)გვ.132 სავ5-ის 1და2.(ნიმუში:1+6=6+1)
4)დახაზე მართკუთხედი,რომელსაც ყველა გვერდი ტოლი აქვს.(რას ვუწოდებთ ასეთ მართკუთხედს?)

ხელოვნება--მხატვრები ხშირად გამოსახავენ ადამიანს თავიანთ ნამუშევარში, ასეთ სურათს პორტრეტი ეწოდება.
ჩემმა პატარა მხატვრებმაც მოინდომეს და ერთმანეთის პორტრეტები შექმნეს....მასწავლებელიც არ დავიწყებიათ..😍








ლუკამ და ტასომ კი ერთმანეთი დახატეს...ტასომ ბევრი იკამათა,გააპროტესტა..არ მოიწონა პორტრეტი..😉😉.თუმცა ლუკა მთელი გულით და მონდომებით ხატავდა.. გული გამითბეს და დადებითად დამმუხტეს💓💓💓

იყო კიდევ რამდენიმე ნახატი,მაგრამ თემასთან შეუსაბამობის გამო ვერ მოხვდა კადრში😏😏😏

ეს კი გასული კვირაა...



გაგრძელება იქნება...😉

No comments:

Post a Comment