დაიმახსოვრეთ: რომ გავიგოთ ერთი რიცხვი რამდენით მეტია ან ნაკლებია მეორეზე,დიდ რიცხვს გამოვაკლოთ პატარა რიცხვი.
დასაწერად: პირობები არ გადაწეროთ!!!
1)დახატე 6 სამკუთხედი და 4 წრე.რომელია მეტი?რამდენით?როგორ გავიგოთ?
2)დახატე 2 მართკუთხედი და 5კვადრატი.რომელი ნაკლები?რამდენით? როგორ გავიგოთ?
3)ამოცანა:ნინიკოს სათამაშოებში 8 ციყვი და 5 დათუნიაა,რამდენით მეტი ციყვი აქვს ნინიკოს?(შეასრულეთ მოკლე ჩანაწერი და ისე ამოხსენით.)
4)გვ.126 სავ.7
ქართული:
ეს დამოუკიდებელი ვწერეთ პარასკევს. ამეცადინეთ მსგავს საკითხებზე ზეპირად!!!
1. შემოხაზე ხმოვანი ბგერები:
ა დ ა მ ი ა ნ ს ე რ თ ი პ ი რ ი ა ქ ვ ს, ყ უ რ ი კ ი _ ო რ ი.
2. შემოხაზე ერთმარცვლიანი სიტყვები:
მთა. ასი. კაბა. ყბა. ორი. მზე. ეზო. ცა. ძუა.
3. იპოვე საჭირო მარცვალი:
ქა - ___ - მი. სა - ___ - ლი. ჟი - ___ - ფი. მა - ___ - ლი. კო - ___ - ლა.
4. წაიკითხე წინადადება და უპასუხე კითხვებს:
ბიჭი ბურთს ათამაშებს.
ა). ვინ ათამაშებს ბურთს? ______________
ბ). რას აკეთებს ბიჭი? _________________
გ). რას ათამაშებს ბიჭი? ___________________მუსიკა- ისწავლონ დარიგებული სიტყვები კარგად! სიმღერებიც უკეთ დაისწავლონ! მოასმენინეთ საქართველოს ჰიმნი.
დაიმახსოვრონ:ჰიმნი საზეიმო სიმღერაა,რომელიც აქებს ან ადიდებს ვინმეს ან რაიმეს.საქართველოს ჰიმნი ჩვენი ქვეყნის სადიდებელი სიმღერაა.
No comments:
Post a Comment