Tuesday, February 28, 2017

დიდი მადლობა ყველას!!!მიყვარხაართ ჩემო პატარებო!!!
გული მწყდება,რომ რამდენიმე ბავშვმა ავადმყოფობის გამო დღეს ვერ შეძლო ჩვენს სიურპრიზში მონაწილეობის მიღება....


მათემატიკა--- დასაწერად:გვ.155 სავ.3(სხვა რიცხვებზე ამუშავეთ ზეპირად)
გვ.155 სავ.5  გვ.156-ის 10 და 11.
ინგლისურის რვეულებს ხვალ დავურიგებ.

Monday, February 27, 2017

ბავშვების გამოსაყვანად მობრძანდით12 საათზე(თუ მოახერხებთ დედიკოები მოდით).როგორც შევთანხმდით ჩააცვით ზემოდან თეთრები.(სურათებისთვის მჭირდება)

მათემატიკა--- გვ.150-151 ზეპირად განიხილეთ.
დასწერად:გვ.151 N 5,6  გვ.152  N 9.

ქართული:
,,დაკარგული ბავშვი" თხრობით.
დასაწერად გვ.142. მწვანე ფონში მოცემული დავალება (დაწერე ერთი სიტყვით)

Sunday, February 26, 2017

გელოდებით ყველას,თუ მაინც მოგიწევთ გაცდენა შემატყობინეთ მიზეზი!!!
სიტყვები და სიმღერის ტექსტები დედაზე, უშეცდომოდ იცოდნენ ხვალისთვის!

ქართული:
ი. გოგებაშვილის ,,დაკარგული ბავშვი" კარგად კითხვით.
ამოიწერეთ კითხვითი წინადადება ტექსტიდან.

მათემატიკა--გამოვიკითხავ 5-ის და 6-ის შედგენილობას!!!
გვ.146-149 განიხილეთ ზეპირად!!!
დასაწერად: გვ.153-ის    4,5,6  და გვ154-ის 1,2(სურათზე მოცემული გვერდების მიხედვით)




Thursday, February 23, 2017

ნუ აცდენთ!!!!(უმიზეზოდ)

მათემატიკა: 10_ის ფარგალში შედგენილობა აღარ უნდა ეშლებოდეთ!!!

10)ნიკას ჰქონდა 2 ორლარიანი მონეტა და 2 ერთლარიანი მონეტა.სულ რა თანხა ჰქონდა ნიკას?

ქართული:
,,ნაპოვნი სავარცხელი"  თხრობით. 
ამოიწერეთ ის დასკვნა რომელსაც ეთანხმებით( თეთრ ფონზე მოცემულია დასკვნები).

გაიმეორეთ სიტყვები!!! სიმღერის ტექსტები!!

             ბედნიერი შაბათ-კვირა!!!💓💓💓
                             დიდი სმაილები-ის სურათის შედეგი

Wednesday, February 22, 2017

  ხვალ ბავშვებს გამოვუშვებ პირველის 20წუთზე!!!

მათემატიკა---      

                                          

1)ერთ ყუთში 5 სოკოა,მეორეში 4-ით მეტი.რამდენი სოკოა მეორე ყუთში?

 2)ელენეს ჰქონდა 2 ცალი ორლარიანი მონეტა და 1  ერთლარიანი მონეტა. რამდენი ლარი ჰქონდა ელენეს?
 3)გიორგის 10 ლარი ჰქონდა. რვეულის ყიდვის  შემდეგ მას  დარჩა  7 ლარი. რა ღირდა რვეული?

ყოველი ამოცანის წაკითხვისას დაუსვით კითხვები: რომელია პირობა? რომელია კითხვა?  რა ვიცით? რა უნდა გავიგოთ?

დახაზონ ფიგურა,რომელსაც კვადრატზე ერთით ნაკლები კუთხე ექნება.
დახაზონ ფიგურა,რომელსაც კვადრატზე ერთით მეტი კუთხე ექნება.
გააფერადონ ფიგურები სხვადასხვა  ფერის ფანქრებით.

Tuesday, February 21, 2017

მათემატიკა---მუშაობთ ამოცანების ამოხსნაზე!ხმამაღლა ამსჯელეთ ბავშვები.ამოცანიდან გამოყონ  პირობა და კითხვა.(რა ვიცით?რა უნდა გავიგოთ?რატომ აკლებ?რატომ უმატებ?...)
დასაწერად:გააკეთონ მოკლე ჩანაწერები და ისე ამოხსნან.
1)ერთ ჯგუფში 10 ბავშვია,მეორეში 2-ით ნაკლები.რამდენი ბავშვია მეორე ჯგუფში?
2)სანდრომ დაიჭირა 5 თევზი.ილიამ მასზე 4-ით მეტი.რამდენი თევზი დაუჭერია ილიას?
3)ცარიელ უჯრებში ჩაწერე შესაბამისი რიცხვები.(იმსჯელონ და ისე წერონ)
10-[ ]=6      7-[ ]=4
  9-[ ]=5      6-[ ]=3
  8-[ ]=4      5-[ ]=2
4)დახაზე მონაკვეთი და სხივი.(დააწერე სახელები)
ქართული:
,,გამოცანა ჭკვიანი ბავშვებისთვის" თხრობით.
დაწერეთ პირველი შეკითხვის პასუხი.

გოგონებო არ დაგავიწყდეთ!!!


ბიჭებო არც თქვენ დაგავიწყდეთ!!!



ეს კი ბიჭებმაც და გოგონებმაც გაიმეორეთ!!!



Monday, February 20, 2017

მათემატიკა--- დასაწერად:
1)გვ.141 სავ.9
2)გვ.141  სავ.2.
3)გვ.142 სავ.5-ის მე-4 ამოცანა
4)დახაზონ 3 მდგენისაგან შემდგარი  შეკრული ტეხილი.

ქართული:
ი. გოგებაშვილის ,,გამოცანა ჭკვიანი ბავშვებისთვის" კარგად კითხვით.
ლექსიკურ ართეულებზე ,,ირღობე",  ,,გადაავლო თვალი" შეადგინეთ წინადადებები და ჩაწერეთ რვეულში.

Sunday, February 19, 2017

 სამშაბათისათვის მოსამზადებელი დავალება.
მათემატიკა--- მეცადინეობას იწყებთ შედგენილობების განმტკიცებით 10-ის ფარგალში.
                           დასაწერად:(ხმამაღლა იმსჯელონ თითოეული დავალების                             შესრულებისას!)
                                                 1) გვ.139 სავ 2
                                                 2)გვ.140 სავ.6
                                                 3)გვ.142 სავ.5-ის N 1 ამოცანა.

ქართული---ცრუ" თხრობით . დასაწერად: ვარდისფერ ფოზე  მოცემული სიტყვებით  დაალაგეთ ანდაზა და ჩაწერეთ რვეულში.

Thursday, February 16, 2017

მათემატიკა--- იმუშავეთ შედგენილობებზე!განამტკიცეთ ზეპირი ანგარიში!
დასაწერად მოსწ.რვეულში: გვ.37-ის N8-დან გვ.45-ის ჩათვლით.გადაანაწილეთ ორ დღეზე. ამოცანებს რაც შეეხება,არ აკეთებთ მოკლე ჩანაწერს,მხოლოდ ამოხსნის მოქმედებას წერთ.ბოლო 2 ამოცანაში(გვ.45)დასვამთ შეკითხვას და შემდეგ ამოხსნით.

ქართული:
ი.გოგებააშვილის ,,ცრუ" კარგად კითხვით.
დასაწერად გვ.128.ცისფერ ფონზე მოცემულია სიტყვაგამოტოვებული წინადადებები. ჩასვით სათანადო სიტყვები და გადაიწერეთ რვეულში.


მარის,ლუკას ,და ნიკას კლასელები ულოცავენ დაბადების დღეს 🎁🎁🎁
ულევი სიხარული და წარმატება თქვეენ!!!

                                        16თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის დღეა-ის სურათის შედეგი
            16 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა!!!
სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, მეგობარი კლასიდან სტუმრად გვეწვია თინათინ მასწავლებელი,რომელმაც ბავშვებს წაუკითხა ძმები გრიმების "ჰენზელი და გრეტელი".როგორც ყოველთვის,ჩემი პატარები არ ერიდებოდნენ საკუთარი აზრის ხმამაღლა დაფიქსირებას.






ეს კი გუშინდელი დღეა...
 ხარისხის გამო ბოდიში,თუმცა ემოცია ჩანს...



გული მწყდება,რომ რამდენიმე ბავშვმა ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო წამოსვლა,თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის 😉💓💓

მათემატიკა---გვ.133-135 ზეპირად განიხილეთ.
დასაწერად:
1) გვ.136 N9.
2) N10-ის მე-2 და მე-3.
3)დახაზე ხუთკუთხედი.

ქართული:
,,მენავეები" თხრობით. მოთხრობის პირველი წინადადება დამარცვლეთ და ისე ჩაწერეთ რვეულში (მე-ნა-ვე- ებს შიგ შუა მდი-ნა-რე-ში  და. ა. შ.).

Tuesday, February 14, 2017

 ხვალ ბავშვებს გამოატანეთ ყველა ის სახელმძღვანელო,რომელიც დაგირიგდათ სექტემბერში!!!.(რვეულები მხოლოდ ის,რაც ცხრილის მიხედვით გვჭირდება)

ქართული-
,,მენავეები" კარგად კითხვით.
ამოიწერეთ რჩევა მოთხრობიდან.
მათემატიკა-გაიმეორონ:შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება!
გვ.130-131 განიხილეთ ზეპირად.
დასაწერად:1)ამოცანა
ერთ ყუთში 10 ფანქარია,მეორეში კი 4.რამდენით მეტი ფანქარია პირველ ყუთში?
2)ამოცანა
ანამ ამოხსნა 5 მაგალითი,მზიამ 8.რამდენი მაგალითით ნაკლები ამოუხსნია ანას?
3)გვ.132 სავ5-ის 1და2.(ნიმუში:1+6=6+1)
4)დახაზე მართკუთხედი,რომელსაც ყველა გვერდი ტოლი აქვს.(რას ვუწოდებთ ასეთ მართკუთხედს?)

ხელოვნება--მხატვრები ხშირად გამოსახავენ ადამიანს თავიანთ ნამუშევარში, ასეთ სურათს პორტრეტი ეწოდება.
ჩემმა პატარა მხატვრებმაც მოინდომეს და ერთმანეთის პორტრეტები შექმნეს....მასწავლებელიც არ დავიწყებიათ..😍








ლუკამ და ტასომ კი ერთმანეთი დახატეს...ტასომ ბევრი იკამათა,გააპროტესტა..არ მოიწონა პორტრეტი..😉😉.თუმცა ლუკა მთელი გულით და მონდომებით ხატავდა.. გული გამითბეს და დადებითად დამმუხტეს💓💓💓

იყო კიდევ რამდენიმე ნახატი,მაგრამ თემასთან შეუსაბამობის გამო ვერ მოხვდა კადრში😏😏😏

ეს კი გასული კვირაა...



გაგრძელება იქნება...😉

Monday, February 13, 2017

ხვალ 3-ის 15წუთზე იყავით აღმაშენებლის N54-ში,თეატრთან "მეორე სახლი".("მიხაელოვის"საავადმყოფოს გვერდით).არ დააგვიანოთ!!!

მათემატიკა---- დასაწერად:
1) ერთ მწკრივში დახატე 5 წითელი ,ხოლო მეორეში 8 მწვანე წრე.რამდენით ნაკლები წითელი წრეა?როგორ გავიგოთ?

2)ერთ მწკრივში დახატე 6 სამკუთხედი და გააფერადე ლურჯად,ხოლო მეორეში-3 და გააფერადე ნარინჯისფრად.რამდენით მეტი ლურჯი წრეა?როგორ გავიგოთ?

3)ამოცანა:ბიბლიოთეკამ  მიიღო 10 მათემატიკის და 6 ქართულის წიგნი.რამდენით მეტი მათემატიკის წიგნი მიუღია ბიბლიოთეკას?(გააკეთე მოკლე ჩანაწერი და ამოხსენი ამოცანა)
4)გვ.127.სავ. 8
ქართული: ,,მუქთამჭამელა" . ამოიწერეთ მეზობლის სიტყვები.

Sunday, February 12, 2017

მათემატიკა-- გვ.125-126

დაიმახსოვრეთ: რომ გავიგოთ ერთი რიცხვი რამდენით მეტია ან ნაკლებია მეორეზე,დიდ რიცხვს გამოვაკლოთ პატარა რიცხვი.
დასაწერად:    პირობები არ გადაწეროთ!!!
1)დახატე 6 სამკუთხედი და 4 წრე.რომელია მეტი?რამდენით?როგორ გავიგოთ?
2)დახატე 2 მართკუთხედი და 5კვადრატი.რომელი ნაკლები?რამდენით? როგორ გავიგოთ?
3)ამოცანა:ნინიკოს სათამაშოებში 8 ციყვი და 5 დათუნიაა,რამდენით მეტი ციყვი აქვს ნინიკოს?(შეასრულეთ მოკლე ჩანაწერი და ისე ამოხსენით.)
4)გვ.126 სავ.7


ქართული:

ეს დამოუკიდებელი ვწერეთ პარასკევს. ამეცადინეთ მსგავს  საკითხებზე ზეპირად!!!

1.  შემოხაზე ხმოვანი ბგერები:

ა დ ა მ ი ა ნ ს   ე რ თ ი   პ ი რ ი    ა ქ ვ ს,    ყ უ რ ი   კ ი _  ო რ ი.

2. შემოხაზე ერთმარცვლიანი სიტყვები:

მთა.     ასი.     კაბა.     ყბა.     ორი.     მზე.     ეზო.     ცა.      ძუა.

3. იპოვე საჭირო მარცვალი:

ქა - ___ - მი.      სა - ___ - ლი.      ჟი - ___ - ფი.       მა - ___ - ლი.      კო - ___ - ლა.

4.  წაიკითხე წინადადება და უპასუხე კითხვებს:

      ბიჭი  ბურთს ათამაშებს.
ა).    ვინ  ათამაშებს ბურთს?  ______________
ბ).    რას აკეთებს ბიჭი?  _________________
გ).    რას ათამაშებს ბიჭი?  ___________________

მუსიკა- ისწავლონ დარიგებული სიტყვები კარგად! სიმღერებიც უკეთ დაისწავლონ! მოასმენინეთ საქართველოს ჰიმნი.
დაიმახსოვრონ:ჰიმნი საზეიმო სიმღერაა,რომელიც აქებს ან ადიდებს ვინმეს ან რაიმეს.საქართველოს ჰიმნი ჩვენი ქვეყნის სადიდებელი სიმღერაა.

Thursday, February 9, 2017

მათემატიკა--- გაიმეორეთ ნასწავლი მრავალკუთხედების განმარტებები.
დასაწერად:დავალება გადაანაწილეთ ორ დღეზე და ისე შეასრულეთ .
ამოცანების გარდა ნუ გადაწერთ სხვა დავალებების პირობებს.მხოლოდ დანომრეთ!


მშობლების საყურადღებოდ!დაუდეთ ბავშვს დავალება და მიეცით საშუალება თავად წეროს.ნუ გაუწევთ დათვურ სამსახურს.მიეცით მხოლოდ მითითება საჭიროების შემთხვევაში.

Wednesday, February 8, 2017

  ოთხშაბათს,  15თებერვალს მივდივართ თეატრში "მეორე სახლი". სპექტაკლზე "პეპი გრძელიწინდა".დაუკავშირდით რომა კაზარიანის დედას და პარასკევის ჩათვლით მიაწოდეთ ბილეთის თანხა.პარასკევს უნდა ვიცოდე წამომსვლელი ბავშვების ზუსტი რაოდენობა.მერე ვეღარ შეძლებთ ბილეთის აღებას.ვისაც განსაკუთრებული მიზეზი არ გექნებათ,ნუ მოაკლებთ ბავშვებს ამ სიამოვნებას.(599520979 ჟანა-რომას დედიკო)

მათემატიკა--- გაიმეორეთ ყველაფერი რაც ვისწავლეთ წრფის,სხივის,მონაკვეთის,ტეხილის,მრუდის შესახებ.

დასაწერად: 
დაწერეთ მოკლე პირობა  და შემდეგ ამოხსენით ამოცანა.
1.  ამოცანა
ავტოსადგომზე იდგა 10ავტომობილი.გავიდა 4 და შემდეგ კიდევ 2.სულ რამდენი ავტომობილი გავიდა?

2.მზიას 3 თოჯინა  აქვს,ნინოს მასზე 2-ით მეტი.რამდენი თიჯინა აქვს ნინოს?

3     ჩასვით სათანადო ნიშანი  + ;  -

     5( )3=2    6( )4=10  7( )0=7    9( )1( )1=9

4.დახაზე 4 მდგენისაგან შემდგარი შეკრული ტეხილი.

ქართული-  ი. გოგებაშვილის ,,ერთი და ორი". კარგი კითხვით.


მუსიკა--ასწავლეთ გოგონებს------







ასწწავლეთ ბიჭებს-----






Tuesday, February 7, 2017

                                                     ოთხშაბათს,  15თებერვალს მივდივართ თეატრში "მეორე სახლი". სპექტაკლზე "პეპი გრძელი წინდა".დაუკავშირდით რომა კაზარიანის დედას და პარასკევის ჩათვლით მიაწოდეთ ბილეთის თანხა.პარასკევს უნდა ვიცოდე წამომსვლელი ბავშვების ზუსტი სია.მერე ვეღარ შეძლებთ ბილეთის აღებას.ვისაც განსაკუთრებული მიზეზი არ გექნებათ,ნუ მოაკლებთ ბავშვებს ამ სიამოვნებას.(599520979 ჟანა-რომას დედიკო)
მათემატიკა  

ქართული
ლექსი ,,აი ია"ივარჯიშეთ სიტყვების დამარცვლაზე.
ამოიწერეთ ლექსიდან ის ადგილი, რომელიც ყველაზე ძალიან მოგეწონათ (ზეპიად დაასაბუთეთ რატომ მოგეწონათ ეს ადგილი).

Monday, February 6, 2017

ოთხშაბათის დავალება
მათემატიკა--ზეპირად იმუშავეთ 122,123,124 გვერდებზე.
დასაწერად:
1.ამოცანა -ნავსადგურში 9 იახტა იდგა.ზღვაში ჯერ 3 გავიდა,შემდეგ 1.რამდენი იახტა გავიდა ზღვაში?(პირობა არ გადაწეროთ,გააკეთეთ მოკლე ჩანაწერი)
2.მოცემული რიცხვები  3,  4,  2,  5 გაზარდეთ 4-ით.
   მოცემული რიცხვები   9,  7,  10, 5 შეამცირეთ 4-ით.
3.გვ.123 სავ.2

!!!ყოველდღიურად ატარონ:კალამი(გამოატანეთ წითელიც),უბრალო ფანქარი,სახაზავი და შუქნიშანი.!!!
ქართული
ლექსი ,,აი ია" კარგად კითხვით, ზეპირად.  დასაწერად: ახალ ლექსიკურ ერთეულებზე  ,,მოჩქეფს", ,,მამული", ,,შვენის" შეადგინეთ წინადადებები და დაწერეთ

Sunday, February 5, 2017

სამშაბათის დავალება
მათემატიკა--- გვ 119-120 განიხილეთ ზეპირად.იმსჯელეთ როგორ მივუმატოთ ან გამოვაკლოთ რიცხვს 4 სხვადასხვა ხერხით.
დასაწერად:1)   გვ121 მე-6 და მე-7 .
                       2)  გამოიანგარიშეთ მაგალითები სხვადასხვა ხერხით:5+4 და 8-4

ქართული
ჰ ასო-ბგერა. ,,ქორი"', გამოცანა და ანდაზა საზეპიროდ. 12 ფურცლიან რვეულებში დაწერეთ ქართული ანბანი. ხმოვნები შემოხაზეთ წითელი ფანქრით.
ბუნება---გაიმეორონ:
1)კომპიუტერის ძირითადი ნაწილები(სისტემური ბლოკი,მონიტორი,კლავატურა,თაგვი)
2)როგორ ნივთებს ვუწოდებთ სახიფათოს?(ნივთებს,რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას.)
3)რით განსხვავდებიან ფოთლები ერთმანეთისაგან?(ფერით,ფორმით,ზომით)
4)რით განსხვავდებიან ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები ერთმანეთისაგან?(წიწვოვან ხეებს ფოთლების მაგივრად  წიწვები აქვთ)
დავალება:მოიძიონ ინფორმაცია წიწვოვანი მცენარეების შესახებ.შეძლონ წიწვოვანი ხეების ჩამოთვლა.დაასახელონ საქართველოში გავრცელებული წიწვოვნები?
მუსიკა--- მოასმენინეთ---  http://www.alazani.ge/saqartvelos-kutxe-Shavsheti-Vin-Mogitana-simgeris-teqsti-sng864.html

Thursday, February 2, 2017

მათემატიაკა-დასაწერად:მოსწ-ის რვეულში გვ35,36,37 მე-8 სავარჯიშომდე.(მე-8-ს არ წერთ!)
გაიმეორეთ შესწავლილი წესები!
ამუშავეთ მიმდევრობებზე ! განიხილეთ ტესტი ზეპირად
→→  https://drive.google.com/open?id=0B99rdn19FmgQUi14YXJJMHl4VGc

ქართული
ჰ ასო-ბგერა. საანალიზო ტექსტი კითხვით. სურათზე ზეპირი თხზულების შედგენა.
ქართული ანბანი  ისწავლეთ ზეპირად. დასაწერად გვ. 69.

ჩემს პატარებს სტუმრად მანდატური ეწვიათ👮... საკმაოდ საინტერესო საუბარი შედგა...ვფიქრობ კმაყოფილები დარჩნენ. 👍

ეს კი მათი არჩევანია...ავად გახდომის აღარ უნდა გვეშინოდეს😉

დაკავშირებული სურათი






💗💗💗








Wednesday, February 1, 2017

პარასკევის დავლება
მათემატიკა--  დასაწერად:  მოსწ-ის რვეულში გვ.33 სავ.7 - გვ.34 ბოლომდე.
გაიმეორონ შეკრების და გამოკლების კომპონენტები!
უცნობი შესაკრების პოვნა!