ჩემო ძვირფასო და მონატრებულო ბავშვებო, ახლოვდება 15 სექტემბერი და ვიცი, იმატებს ღელვა. დარწმუნებული ვარ, გაინტერესებთ ვინ იქნებიან თქვენი მასწავლებლები, რომელ საკლასო ოთახში მოგიწევთ მისვლა და ა.შ.
მინდა დაგამშვიდოთ, როგორც კი მივალ სკოლაში და ყველა თქვენს კითხვაზე მექნება პასუხი, აუცილებლად დაგიწერთ ბლოგზე. ასე რომ თქვენ არაფერზე იდარდოთ!💓💓💓💓
მანამდე შეგიძლიათ გადახედოთ 18 ივლისს დადებულ სლაიდებს და გააკეთოთ შემაჯამებელი ტესტები.( რამდენიმეს უკვე შეუსრულებია ეს სახალისო დავალება!😘😘😘)
No comments:
Post a Comment