Wednesday, May 13, 2020

მომდევნო ჩართვა გვექნება პარასკევს, 2 საათზე. ხელოვნების ჯგუფში.




რთულად იტვირთება ვიდეოები, როგორც კი ხარვეზი გამოსწორდება, დავდებ სხვებსაც.


ქართული-სახელმძღვანელოდან წაიკითხეთ " ზმნა და ზმნიზედა"

დამახსოვრეთ:(გამოვკითხავ ყველას!) ზედსართავი სახელი დაერთვის არსებით სახელს და აღნიშნავს თუ როგორია საგანი. მისი კითხვაა როგორი?  მაგალითად: ხნიერი კაცი    ;    მაღალი სახლი
ხნიერი და მაღალი  ზედსართავი სახელებია.


ზმნიზედა კი ახლავს ზმნას. მისი კითხვაა როგორ?  მაგალითად: სწრაფად მიდიოდა;   უშიშრად იდგა.
სწრაფად   და  უშიშრად   ზმნიზედებია.




დასაწერად:
1.გაკვეთილის ბოლოს მოცემული პირველი  სავარჯიშო.
2. გადაიწერე წინადადებები. ზმნიზედას წითელი ხაზი გაუსვი, ზედსართავ სახელს კი- ლურჯი.
ა)ბეჯითი გოგონა გულმოდგინედ სწავლობდა.
ბ)ჭკვიანი ძაღლი პატრონს დინჯად მიჰყვებოდა.
გ)მშიერი გიო ვაშლს მადიანად შეექცეოდა.
დ)ყმაწვილი ქალი სწრაფად საუბრობდა.

3.წერილობით შეასრულეთ  შემდეგი დავალებებიც.





ბუნება: სასწავლად  37-ე    და 38 --ე გაკვეთილი.
დასაწერად: 37-ეგაკვეთილის სავარჯიშოებიდან პირველი და მე-4.
38-ე გაკვეთილის სავარჯიშოებიდან  პირველი და მესამე.




ეს კი პროექტის დავალების შესრულებისას შეიძლება გამოგადგეთ.











No comments:

Post a Comment