Friday, June 1, 2018

  რამდენიმე დღის წინ ერთი საინტერესო სტატია წავიკითხე... იმდენად ჩამწვდა გულში წაკითხული,ერთი სული მქონდა მსგავსი რამ ჩემს ბავშვებთანაც გამეკეთებინა...
ჯერ გაგიზიარებთ ინფორმაციას,რაც წავიკითხე...

 უბუნტუ 
აფრიკაში მყოფმა ანთროპოლოგმა იქაური ერთ-ერთი ტომის ბავშვებს შესთავაზა თამაში.
მან ხილით სავსე კალათი დადგა ხესთან და ვინც პირველი მივიდოდა მასთან, პრიზიც მისი იქნებოდა. ბავშვებმა ნაცვლად გაქცევისა, ხელი ჩაჰკიდეს ერთმანეთს, კალათთან ერთდროულად მივიდნენ და პრიზი გაინაწილეს. როდესაც გაოგნებულმა ანთროპოლოგმა ბავშვებს ჰკითხა, თუ რატომ მოიქცნენ ასე, მათ უპასუხეს: "უბუნტუ... არ შეიძლება ერთი იყოს ბედნიერი და დანარჩენი მოწყენილნი".
სიტყვა უბუნტუ მათ ენაზე ერთობის გამომხატველია და ითარგმნება დაახლოებით ასე: "მე ვარსებობ, რადგან ჩვენ ვარსებობთ"..



ბავშვებს ვთხოვე ბუშტები ერთ მერხზე დაეწყოთ.


შემდეგ კი უკან გადასულიყვენ...


ინტერესით ელოდნენ დავალებას... მე  შედეგს... და აი,როგორც კი გავაცანი დავალება: 1,2,3 დათვლის შემდეგ,ვინც პირველი მოვა ბურთებთან,ყველა მისი ქნება-მეთქი, სურათი ასე შეიცვალა

გიო,რომელსაც მუდამ თავს ევლებიან,სულ გადაავიწყდათ, უკან დატოვეს.ზოგიერთი დათვლასაც არ დაელოდა.
რომ გითხრათ სხვას ველოდი-მეთქი,მოგატყუებთ,თუმცა პატარა იმედი მქონდა,მაგრამ მაინც ბავშვურმა ბუნებამ სძლიათ... ამის შემდეგ დავსვი და წავუკითხე სტატია,ინტერესით მისმენდნენ,რადგან ჯერ კიდევ წინა დღეს ვუხსენე სიტყვა "უბუნტუ" და ერთი სული ჰქონდათ გაეგოთ რას ნიშნავდა... გაოცებულები და თითქოს დარცხვენილები მიყურებდნენ. ვთხოვე ყველას თავის ბუშტი აეღო... რამდენიმემ,ისე რომ მე არ ჩავრეულვარ,ბუშტი გიოს(რომელსაც დავიწყებოდა მოტანა) მიურბენინა...
ყველაფერი ვერ აღვბეჭდე ფოტოზე
მესიამოვნა,რადგან აქტივობამ მაინც გამიყვანა შედეგზე... თუმცა მე მეტი მინდა,ამიტომ სამუშაო კიდევ ბევრია...

რა იყო შემდეგ??... დაფაზე უამრავი მხიარული და ბედნიერი ბავშვის სახე გამოისახა.




ეს კი დღის ბოლოა... ყველა ერთად და ბედნიერად!

















No comments:

Post a Comment