Monday, June 18, 2018

  ჩემო პატარებო და ძვირფასო მშობლებო გილოცააავთ მე-3 კლასში გადაბრძანებას,იმედი მაქვს მომდევნო სასწავლო წელი ბევრად ნაყოფიერი და სახალისო იქნება!ამისათვის საჭიროა კარგი დასვენება... ითამაშეთ,გაერთეთ და ცოტაოდენი დრო  მეცადინეობასაც დაუთმეთ.
    ყველამ იცით თქვენი შედეგები კითხვაში,იმისათვის რომ გააუმჯობესოთ ის,საჭიროა საიტერესო წიგნების კითხვა....წაიკითხეთ  რამდენსაც შეძლებთ,ვინც მოახერხებს მოკლედ დაწეროს წაკითხულის შესახებ(რის შესახებ იყო,რა მოგეწონათ ან არ მოგეწონათ) ძალიან გამახარებს.
     შეგიძლიათ შეიძინოთ(ნებაყოფლობითია) მე-2 კლასის ტესტები,როგორც ქართულში,ისე მათემატიკაში და ამუშავოთ ბავშვები მთელი ზაფხულის განმავლობაში,ეს მათთვის ერთგვარი წვრთნა იქნება.ტესტის ავტორს არ აქვს მნიშველობა,რაც მოგიხერხდებათ.
   თუ ისწავლიან გამრავლებას 9-ის ჩათვლით,ბევრად გაუადვილდებათ მე-3 კლასში მუშაობა.


კეთილი სურვილებით გემშვიდობებით სექტემბრამდე!!!
 

   

Wednesday, June 13, 2018

 უყვართ ერთმანეთის სიხარულის გაზიარება....  მთელი გულითა და დიდი სიყვარულით მიულოცეს გიოს დაბადების დღე...















Monday, June 11, 2018

მათემატიკა- დაწერონ ის ვარიანტი,რომელიც კლასში არ უწერიათ.
ეს ხელოვნების ტესტია,ვისაც დარჩა ჩასაბარებელი,გამოგადგებათ





ხვალ პირველის ნახევარზე არ ხერხდება მშობლების შენობაში შემოყვანა,რადგან მაგ დროს დაგეგმილია გამოცდა.
წიგნები ჩაუწყვეთ ჩანთაში,მე დავხვდები და ვისაც დასჭირდება მიხმარება შევატანინებ.  დღის ბოლოს დავიტოვებ წიგნებს.(რვეულები თქვენთან რჩება)

Friday, June 8, 2018

კვირას  10 საათზე ვიკრიბებით სკოლის ეზოს  შესასვლელთან!! წამოუღეთ ბავშვებს გამოსაცვლელი ტანსაცმელი.(იმედია არ დაგვჭირდება ;) )
 

 ბავშვებს გადაუმოწმეთ ტესტები.ვისაც მიწერილი აქვს,რომ უნდა ჩამაბაროს გიდებთ ფოტოს შევსებული ტესტისას.გამოვიკითხავ ზეპირად!



Wednesday, June 6, 2018

ხვალ მათემატიკასა და ბუნებაში დაწერენ შემაჯამებელ ტესტს.

  1. ქართული-ლექსი ზეპირად.დასაწერად აქტივობიდან რაც დარჩა შესასრულებელი.


დასაწერი არ აქვთ მათემატიკაში,ეს ის საკითხებია რაზეც ვიმუშავეთ.


















Monday, June 4, 2018

ხვალ დასჭირდებათ საღებავები!


Friday, June 1, 2018

  რამდენიმე დღის წინ ერთი საინტერესო სტატია წავიკითხე... იმდენად ჩამწვდა გულში წაკითხული,ერთი სული მქონდა მსგავსი რამ ჩემს ბავშვებთანაც გამეკეთებინა...
ჯერ გაგიზიარებთ ინფორმაციას,რაც წავიკითხე...

 უბუნტუ 
აფრიკაში მყოფმა ანთროპოლოგმა იქაური ერთ-ერთი ტომის ბავშვებს შესთავაზა თამაში.
მან ხილით სავსე კალათი დადგა ხესთან და ვინც პირველი მივიდოდა მასთან, პრიზიც მისი იქნებოდა. ბავშვებმა ნაცვლად გაქცევისა, ხელი ჩაჰკიდეს ერთმანეთს, კალათთან ერთდროულად მივიდნენ და პრიზი გაინაწილეს. როდესაც გაოგნებულმა ანთროპოლოგმა ბავშვებს ჰკითხა, თუ რატომ მოიქცნენ ასე, მათ უპასუხეს: "უბუნტუ... არ შეიძლება ერთი იყოს ბედნიერი და დანარჩენი მოწყენილნი".
სიტყვა უბუნტუ მათ ენაზე ერთობის გამომხატველია და ითარგმნება დაახლოებით ასე: "მე ვარსებობ, რადგან ჩვენ ვარსებობთ"..



ბავშვებს ვთხოვე ბუშტები ერთ მერხზე დაეწყოთ.


შემდეგ კი უკან გადასულიყვენ...


ინტერესით ელოდნენ დავალებას... მე  შედეგს... და აი,როგორც კი გავაცანი დავალება: 1,2,3 დათვლის შემდეგ,ვინც პირველი მოვა ბურთებთან,ყველა მისი ქნება-მეთქი, სურათი ასე შეიცვალა

გიო,რომელსაც მუდამ თავს ევლებიან,სულ გადაავიწყდათ, უკან დატოვეს.ზოგიერთი დათვლასაც არ დაელოდა.
რომ გითხრათ სხვას ველოდი-მეთქი,მოგატყუებთ,თუმცა პატარა იმედი მქონდა,მაგრამ მაინც ბავშვურმა ბუნებამ სძლიათ... ამის შემდეგ დავსვი და წავუკითხე სტატია,ინტერესით მისმენდნენ,რადგან ჯერ კიდევ წინა დღეს ვუხსენე სიტყვა "უბუნტუ" და ერთი სული ჰქონდათ გაეგოთ რას ნიშნავდა... გაოცებულები და თითქოს დარცხვენილები მიყურებდნენ. ვთხოვე ყველას თავის ბუშტი აეღო... რამდენიმემ,ისე რომ მე არ ჩავრეულვარ,ბუშტი გიოს(რომელსაც დავიწყებოდა მოტანა) მიურბენინა...
ყველაფერი ვერ აღვბეჭდე ფოტოზე
მესიამოვნა,რადგან აქტივობამ მაინც გამიყვანა შედეგზე... თუმცა მე მეტი მინდა,ამიტომ სამუშაო კიდევ ბევრია...

რა იყო შემდეგ??... დაფაზე უამრავი მხიარული და ბედნიერი ბავშვის სახე გამოისახა.




ეს კი დღის ბოლოა... ყველა ერთად და ბედნიერად!