მათემატიკა-- დასაწერად: შეცდომების გასწორება
გადაიწერონ და სწორად შეასრულონ ის საკითხები,რაშიც შეცდომა დაუშვეს.
ორმოქმედებიანი ამოცანები განამტკიცეთ!
ეს კი მათთვის,ვისაც უბრალოდ უყვარს გონების ვარჯიში. დანომრეთ და მხოლოდ პასუხები დაწერეთ.
1)ეზოში თამაშობდა 12 ბიჭი.სათამაშოდ მივიდა 6 გოგონა,8ბიჭი კი წავიდა სახლში.რამდენი ბიჭი თამაშობს ახლა ეზოში?
ა) 4 ბ) 10 გ)18 დ) 16
2)ერთ ყუთში 12 ღილია,მეორეში 3-ით ნაკლები.ორივედან ამოიღეს 5-5 ღილი.რამდენი ღილი დარჩებოდა ორივე ყუთში ერთად?
ა) 9 ბ)7 გ)11 დ)10
3)შარშან მამაჩემი 34 წლის იყო,რამდენი წლის იქნება იგი ორი წლის შემდეგ?
ა) 34 ბ)35 გ)36 დ) 37
ქართული-- ზღაპარი თხრობით.
ზეპირად შეადგინონ კითხვითსიტყვიანი და არაკითხვითსიტყვიანი კითხვითი წინადადებები.
გაიხსენონ გადატანის წესები.
ამუშავეთ სინონიმებსა და ანტონიმებზე.
დასაწერი მონიშნული აქვთ.
პატივცემულო მშობლებო! ისანი-სამგორის გამგეობა აწყობს მიუსაფარ მოხუცებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიებას სახელწოდებით
,,ჩვენც დავბერდებით,,
ვისაც სურვილი გაქვთ თქვენი წვლილი შეიტანოთ აღნიშნულ აქტივობაში, ორშაბათს შეგიძლიათ ბავშვებს გამოატანოთ სხვადასხვა სახის პროდუქტი და პირველადი მოხმარების საგნები.
იქნებ შევძლოთ და შევიტანოთ ჩვენი მოკრძალებული წვლილი მოხუცთა ყოფის გაუმჯობესებაში.
მონაწილეობა ნებაყოფლობითია !
ჩვენ ვიცავთ ჰიგიენის წესებს და თუ რამე მაინც გამოგვეპარა,უსაყვარლესი ქეთი ექიმი გვახსენებს!
No comments:
Post a Comment