1)ნიკოს 6 სათამაშო მანქანა აქვს.გიორგის მასზე 4-ით ნაკლები.რამდენი სათამაშო მანქანა აქვთ ორივეს ერთად?
2)იპოვეთ სხვაობა ორი ხერხით.(კლასში ვიმუშავეთ მსგავსებზე.)
11-3 = 12-4= 12-5= (ალაპარაკეთ,ამსჯელეთ ხმამაღლა!)
3)დახაზეთ შეკრული ტეხილი.
ქართული
წაიკითხეთ მოთხრობა
ორი კუ
დადგა მარტი. გაზაფხულის სითბოს წყალობით, ორმა კუმ ზამთრის მრავალდღიან ძილს თავი დააღწია. მეგობრები საკვების საძებნელად გაემართნენ. ბალახი მალე იპოვეს და სიამოვნებითაც მიირთვეს.მოულოდნელად ერთმა კუმ მეგობარი კუსკენ თავი იბრუნა და დამცინავი სახით უთხრა: ბაკუ, რა მახინჯი ხარ, უკბილო და კუზიანი, მე ათასად გჯობივარო.
გულნატკენმა ბაკუმ მეგობარი ხმაამოუღებლად მიიყვანა გუბესთან და უთხრა ჩაიხედეო. ენამწარე მეგობარი გუბეში დიდხანს იცქირებოდა, ბოლოს კი შერცხვა და თავი დახარა.
ნათია აბულაძე
No comments:
Post a Comment