ქართული:
წაიკითხეთ ყველა ნასწავლი ტექსტი ანბანის შემდგომი პერიოდიდან. ამოიწერეთ ტექსტების ბოლოს მოცემული ანდაზები სურვილის მიხედვით (სამი მაინც).
მუსიკა:(გაიმეორონ,დაიმახსოვრონ!)
ნოტი არის მუსიკალური ბგერის პირობითი გრაფიკული ნიშანი.
კომპოზიტორი არის ხელოვანი ადამიანი, რომელიც მუსიკალურ ნაწარმოებებს ქმნის.
რიტმი არის თანაზომიერება, თანწყობა მუსიკაში.
კომპოზიცია ნიშნავს ერთად თხზვას, ერთად დადგმას.
მუსიკაში გადაბმულად მღერას ლეგატო ჰქვია.
დირიჟორი არის ორკესტრის ხელმძღვანელი.
ფერხული- ხელიხელგადახვეული ან ხელიხელჩაკიდებული ერთდროული ცეკვა და სიმღერა.
სტაკატო მოწყვეტით, სხარტად შესრულებას ჰქვია.
ბალეტი სცენური ხელოვნების სახეობაა, რომლის შინაარსი გამოხატულია საცეკვაო-მუსიკალური ფორმით.
ფორტე მუსიკალური ნაწარმოების ძლიერ ხმამაღლა შესრულებას ნიშნავს. საპირისპიროა პიანო, რომელიც ხმადაბლა შესრულებას ნიშნავს.
წამყვან შემსრულებელს სოლოსტი ჰქვია.
მაჟორი არის მუსიკალური წყობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მხნე, მხიარული ბგერითი ელფერი.მინორი-მუსიკალური წყობა,რომლისთვისაც დამახასითებელია სევდიანი ბგერითი ელფერი.
No comments:
Post a Comment