9-ს რომ 5წუთი დააკლდება ბავშვები იყვნენ საკლასო ოთახში!!!
სამშაბათობით და ხუთშაბათობით ბავშვებს გამოვიყვან პირველის 15წუთზე!!!
მათემატიკა-განამტკიცეთ ზეპირი ანგარიში!!!
იმუშავეთ ამოცანების შედგენასა და ამოხსნაზე!
სახელმძღვანელოდან ზეპირად განიხილეთ გვ.107 N3,4,5,6
დასაწერად: 12 ფურცლიანში გვ.115 N 1 და N 8(დაწერონ ორივე ამოცანის მოკლე პირობა და შემდეგ ამოხსნან. )
დასაწერად:მოსწ-ის რვეულში გვ26-27 N 5
ქართული:
ჯ ასო-ბგერა. ლექსი ,,ჯეჯილი" კითხვით. ანდაზები, ლექსი ,,ქურდბაცაცა ბაჭია" ზეპირად. დასაწერად გვ.64
ქურდბაცაცა ბაჭია
ამდენ მწვანე კომბოსტოს
არც ჩიტი ჭამს, არც ჭია,
ალბათ ისევ ეშმაკობს
ქურდბაცაცა ბაჭია.
მოვა, როცა ძილში ვარ
და მურიაც არა ჩანს,
მერე დაურიდებლად
მთელ კომბოსტოს გადაჭამს.
ერთხელ მაინც ეთხოვა:
,,საყვარელო მაიკო,
შენი ბაღჩის კომბოსტო
გამასინჯე, დაიკო’’.
მეც მივცემდი, ახლა კი
საყვედურის ღირსია!
თქვენ თვითონ თქვით ქურდობა
განა საკადრისია?!
No comments:
Post a Comment