Friday, November 11, 2016

მათემატიკა--გვ.62-  "8"

ბლითი ბლითზე დავადე
და მივიღე იცით რა?
აბა კარგად დააკვირდით
თქვენს წინაა რიცხვი"8"

ისწავლონ 8 -ის ჩათვლით ყველა რიცხვის შედგენილობა!,რათა გაუადვილდეთ მაგალითების ამოხსნა.
დასაწერად-მოსწ. რვეულში გვ.16 სავ.15. გამოწერონ მხოლოდ ციფრი-8.(პარალელურად ივარჯიშონ უკვე შესწავლილი რიცხვების გამოსახვაზე)
12 ფურცლიანში (აიღეთ ახალი რვეულები)-გამოიყენონ თვისება-შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება-და დაწერონ შემდეგი ტოლობები:
1+7 =
2+6=
3+4=
2)   ჩასვით სათანადო ნიშანი  +;-
7( )1=6       6( )2=8    6( )2>7
8( )2=6        7( )2=5    7( )1<8

ქართული
კ ასო-ბგერა. საანალიზო ტექსტი კარგად კითხვით.
დასაწერად მოსწ. რვეულში გვ. 27

    
  გამოცანები:                                                     
სველი მიწა ამოხეთქა,
ო, რა ფალავანიაო,
კოკროჭინა ქუდი ჰხურავს,
ოდა-სახლის განიაო.

                                  (სოკო)                                   

 სველი მიწა ამოხეთქა,
ო, რა ფალავანიაო,
კოკროჭინა ქუდი ჰხურავს,
ოდა-სახლის განიაო.

                                  (სოკო)

  ენის გასატეხი:

      კა-კა-კა-კა-კა-კა-კა
        აკაკანდა კაკანა,
              ერთი კვერხი დაგვიდო
                და შეყარა ქვეყანა.
 ხელოვნება--გვ.28   ნატურმორტი
ზოგიერთ სურათზე გამოსახულია სხვადასხვა ხილი,აგრეთვე ყვავილები,საგნები.ამგვარ ნამუშევრებს ნატურმორტს უწოდებენ.
 ჩემი პატარების საინტერესო ნამუშევრები.
                                


No comments:

Post a Comment