სამი არის 2-ის მომდევნო რიცხვი.დაასახელონ 3ის წინა რიცხვები/(1:2) 2-ის წინა და მომდევნო რიცხვები.(1:3).ისწავლონ ციფრი 3-ის წერა.
დასაწერად-მოსწავლის რვეულში გვ9 სავ.3. 12 ფურცლიანში -ერთ მწკრივში დახაზონ 1 წრე და გააფერადონ წითლად,ხოლო მომდევნო მწკრივში დახაზონ მასზე 2-ით მეტი წრე და გააფერადონ მწვანედ!
"3"
სამი თაგვი დღეში სამჯერ
სამ კილო თხილს ეზიდება,
სამ ტომარას ანადგურებს
და არავის ერიდება.
ბუნება-- სამუშაო რვეულის გვ.12 ..მიეცით საშუალება ისაუბრონ პირად ნივთებზე.რატომ ვუწოდებთ ამ ნივთებს პირადს? შემდეგ შეასრულონ დავალება და წითელი ფანქრით შემოხაზონ ნივთები,რომელთა თხოვნაც არ შეიძლება.
ინგლისური--
ქართული---დასაწერად მოსწავლის რვეულში გვ.14 ბოლომდე.ავარჯიშეთ საანალიზო ტექსტის კითხვაში.
ანდაზები: "ადრე ამდგარსა კურდღელსა ვერ დაეწევა მწევარი."
ის ურჩევნია მამულსა,რომ შვილი სჯობდეს მამასა."
No comments:
Post a Comment