Monday, October 31, 2016

მათემატიკა---გვ.54-55.
გაიხსენონ რომელ მრავალკუთხედებს იცნობენ.(სამკუთხედი,ოთხკუთხედი,ხუთკუთხედი...)წიგნში 55-ე გვერდზე მოცემულ სურათზე დათვალონ მრავალკუთხედები.(ზეპირად)
.გაიმეორეთ შედგენილობები
.იმუშავეთ რთული უტოლობების განმტკიცებაზე.მაგ. 4-3<3  გ  3+1>3
დასაწერად 12 ფურცლიანში-
შეადარეთ:
5-1[]3          1[]4
4-2[]2          3[]5
3[]2+3          4[]3
4[]5-2           2[]4
სვეტებს შორის გამოტოვეთ 4 უჯრა და მე-5 დან დაიწყეთ.
დახაზონ ხუთკუთხედი.
ქართული---"უ" ასო-ბგერა.ტექსტი კითხვით.ლექსი ზეპირად.

           თუთა  

                                       ა.კალანდაძე
ლამის სახლში შემოიჭრას თუთა,
ლამის თავზე გადამისვას ხელი,
დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ,
ხე მაღალი, ხე ზურმუხტისფერი.
დასაწერად მოსწ.რვეულში გვ. 20 ბოლომდე.მოძრავ ანბანში ჩაუმატეთ ძ ასო.
ხელოვნება---მომავალ გაკვეთილზე გამოატანეთ საღებავები და მცირე ზომის ჭურჭელი წყლისთვის.
ქართული--- "უ" ასო-ბგერა.
საანალიზო ტექსტი კარგად კითხვით.დასაწერად:მოსწავლის რვეულში გვ.20-ის ნახევარი:"უ", "უთო","თუთის ხეს ასხია".
მუსიკა---გვ.18 "მამლი მუხასა"-სასწავლად.(როგორც შეძლებენ)
ბუნება--გვ.13დანართიდან ამოჭერით პინგვინები და ჩარჩოში ჩააკარით დიდიდან პატარისკენ.გააფერადონ.

Sunday, October 30, 2016

  ქართული--საანალიზო ტექსტი კითხვით.ლექსი "ხე დარგე"ზეპირად!
მოსწ. რვეულში გვ.19 ბოლომდე."აი ოთხი ხე"  "ეს ოთხი ხე თეოსია."
    მათემატიკა--ზეპირი ანგარიში 5-ის ფარგალში.
გაიმეორეთ შედგენილობები.გეომეტრიული ფიგურები.
დასაწერად გვ.14-15 სავ.13
  ხელოვნება---შეძლონ პასუხების გაცემა შემდეგ კითხვებზე:
რომელი ჯადოსნური ხაზები ვისწავლეთ?
რომელ გეომეტრიული ფორმებს  იცნობენ?
 როგორ შეიძლება შევქმნათ ორნამენტი?
რომელი ძირითადი ფერები ვისწავლეთ?
ჩამოთვალეთ შედგენილი ფერები,რომელი ფერების შეზავებით მიიღებიან ისინი?
განმეორებადი ხაზების,ფერებისა და გეომეტრიული ფუგურების გამოყენებით იქმნება ორნამენტი.
ძირითადი ფერები-წითელი,ყვითელი,ლურჯი.
შედგენილი ფერები: ნარინჯისფერი----წითელი+ყვითელი.
                                      მწვანე--------------ყვითელი+ლურჯი.
                                      იისფერი-----------წითელი+ლურჯი

Friday, October 28, 2016

პირველი მცდელობაა და მკაცრად ნუ განგვსჯით... ბედნიერ შაბათ კვირას გისურვეებთ!მომენატრებით ჩემო პატარებო..
გადადით ლინკზე https://www.youtube.com/results?search_query=bartyebiii

2016 წლის 27 ოქტომბერს, სსიპ  105-ე საჯარო სკოლის I-ბ კლასში ჩატარდა "იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო დილა"


 











ბავშვებმა სხადასხვა აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.გაიხსენეს ი.გოგებაშვილის ბიოგრაფია.




                                                                                                                                 










ნახატების საშუალებით გააცოცხლეს ი.გოგებაშვილის ნაწარმოებების პერსონაჟები.



















                                                                 















    ქართული--საანალიზო ტექსტი კითხვით.ლექსი "ხე დარგე"ზეპირად!
მოსწ. რვეულში გვ.19 ბოლომდე."აი ოთხი ხე"  "ეს ოთხი ხე თეოსია."
    მათემატიკა--ზეპირი ანგარიში 5-ის ფარგალში.
გაიმეორეთ შედგენილობები.გეომეტრიული ფიგურები.
დასაწერად გვ.14-15 სავ.13
  ხელოვნება---შეძლონ პასუხების გაცემა შემდეგ კითხვებზე:
რომელი ჯადოსნური ხაზები ვისწავლეთ?
რომელ გეომეტრიული ფორმებს  იცნობენ?
 როგორ შეიძლება შევქმნათ ორნამენტი?
რომელი ძირითადი ფერები ვისწავლეთ?
ჩამოთვალეთ შედგენილი ფერები,რომელი ფერების შეზავებით მიიღებიან ისინი?

Thursday, October 27, 2016

ქართული--- "ე" ასო ბგერა.
საანალიზო ტექსტი კითხვით.
დასაწერად მოსწ.რვეულში გვ 19-ის ნახევარი.
მათემატიკა-- გვ48-49.განიხილეთ თითოეული დავალება.ამსჯელეთ ბავშვები.დასაწერად გვ.13 სავ.11ბოლომდე.

Tuesday, October 25, 2016

ქართული--დასაწერი გვ.18 ბოლომდე.ტექსტი იგივე.ანბანში ჩაუმატეთ"ე"
ხვალისთვის ზემოდან ეცვათ თეთრები.ეცადეთ არ გააცდენინოთ ბავშვებს!

Monday, October 24, 2016

ოთხშაბათს ბავშვების წასაყვანად მობრძანდით 12 საათზე!
 მათემატიკა--გვ.42-43
გააგრძელეთ მუშაობა რიცხვების სწორად გამოსახვაზე! ამუშავეთ ზეპირად ტესტურ დავალებებზე:
მაგ. 3+1=                        4-3=
      3  4  2                       1  2  3
    დასაწერად მოსწავლის რვეულში გვ.10 სავ.8. გამოიყენონ ფანქარი და სახაზავი.
     შეძლონ ნასწავლი გეომეტრიული ფიგურების შესახებ საუბარი!
   ხელოვნება---დაასახელონ ძირითადი და შედგენილი ფერები.
ქართული---"ო" ასო-ბგერა.ტექსტი კითხვით.დასაწერად გვ.18-ის ნახევარი.
"ის სოსოს თოხია"ამ წინადადების ჩათვლით.
ქართული---ტექსტი იგივე.დასაწერად გვ.17ბოლომდე.მოძრავ ანბანში ჩაამატეთ "ო".
სიტყვები იმეორონ!

Saturday, October 22, 2016


 სიამოვნებით განვიხილავ სხვა ვარიანტსაც, თუ შემომთავაზებთ.

Thursday, October 20, 2016

 მათემატიკა--გვ.38-41
 რიცხვი 4 (ოთხი) ციფრი-4(ოთხიანი).
4-ის შედგენილობა ზეპირად!
  4                    4                     4                        4
 /  \                  /   \                 /    \                   /  /  \   \ 
1  3              3     1             2      2                 1  1  1 1
ლექსი "4" 
დედას ხელი შევაშველე
 ცოტა საქმე როდი აქვს,
სკამი გადმოვაბრუნე და 
მივამსგავსე ოთხიანს.
დასაწერად მოსწ-ის რვეულში გვ.10. სავ.6 და 7.გამოიყენეთ შაბათ-კვირა ნაყოფიერად. 
ინგლისური--ასწავლეთ ახალი სიტყვები
green-მწვანე
red-წითელი
blue-ლურჯი
black-შავი
yellow-ყვითელი
white-თეთრი
pink-ვარდისფერი
purple-იასამნისფერი
orange-ნარინჯისფერი
ხელოვნება--უპასუხონ შეკითხვებს:რომელი ჯადოსნური ხაზები ვისწავლეთ? როგორ იქმნება ორნამენტი? ჩამოთვალონ ძირითადი ფერები.
ქართული---" ხ"-ასო-ბგერა.საანალიზო ტექსტი კითხვით.დასაწერად-გვ.17   პირველი ნახატის ჩათვლით.სასწავლი დაურიგდათ.

Wednesday, October 19, 2016

მათემატიკა--გეომეტრიული ფიგურები.
განმარტონ სამკუთხედი,(აქვს 3კუთხე,3გვერდი და3 წვერო.)ოთხკუთხედი(აქვს 4 კუთხე,4გვერდი და 4წვერო)
ოთკუთხედს,რომელსაც ოთხივე კუთხე მართი და მხოლოდ მოპირდაპირე გვერდები აქვს ტოლი,მართკუთხედი ეწოდება.
მართკუთხედს,რომელსაც ოთხივე გვერდი ტოლი აქვს,კვადრატი ეწოდება.
ნუ დააზეპირებინებთ,შეძლონ ფიგურების შეგნებულად დახასიათება.
დასაწერად-მოსწავლის რვეულში გვ.10. სავ.5.
12 ფურცლიანში-უპასუხონ კითხვებს და მაგალითის სახით ჩაწეონ რვეულში.
1.ნინის 3 ბუშტი ჰქონდა,1 ქარმა მოსტაცა.რამდენი დარჩა?(მაგ.3-1=2)
2.ნიკას 2 ჩურჩხელა აქვს,ბებიამ 1 კიდევ მისცა.რამდენი ჩურჩხელა აქვს ნიკას? 3.მდელოზე 2 შვეულმფრენი იყო.1 გაფრინდა.რამდენი დარჩა? 

მომავალი ბუნების გაკვეთილისათვის გამოატანეთ წვრილი თოკი(კანაფი)ან ვისაც გაქვთ უმჯობესია იყოს უბრალო რეზინ,მოზრდილი.
 ქართული-'ტექსტი კითხვით.(ვისაც შეფასება არ აქვს წიგნში,ვერ კითხულობს)
დასაწერად მოსწავლის რვეულში გვ.16.ბოლომდე.ლექსი"საათი" ზეპირად.

Tuesday, October 18, 2016


ქართული---"ს" ასო ბგერა.საანალიზო ტექსტი წასაკითხად.დასაწერად გვ.16 ნახატამდე გამოწერონ.მოძრავი ანბანით გამოატანეთ მხოლოდ ის ასოები,რომლებიც ვისწავლეთ.
ასწავლეთ სიტყვები გოგებაშვილზე !!!!

Monday, October 17, 2016

ყურადღება! პარასკევს 2 საათზე გვექნება მშობელთა კრება.




ამუშავეთ და ამსჯელეთ ბავშვები მოცემულ საკითხებზე!
ოთხშაბათისთვის ნასწავლი ჰქონდეთ სიტყვები!
ქართული--გვ.15  ბოლო წინადადება გამოსაწერად.გამოჭრან მოძრავ ანბანში ასოები.გამოატანეთ მხოლოდ შესწავლილი ასოები.კითხვაში ვისაც შეფასება არ აქვს ვერ კითხულობს კარგად.დამატებით ამეცადინეთ!
ქართული-- გვ.28.სურათის აღწერა.საანალიზო ტექსტი კითხვით.
დასაწერად მოსწავლის რვეულში გვ.15.გამოწერონ"თითა"(ორ ხაზზე)"თათი"ბოლო წინადადება არ დაწერონ.
ინგლისური---
van-ფურგონი
Window-ფანჯარა
box-ყუთი
yeloow-ყვითელი
zebra - ზებრა
                            მუსიკის წიგნში უდევთ სიტყვები და ასწავლეთ მომდევნო მუსიკის გაკვეთილისთვის.

Friday, October 14, 2016

"...ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს.მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი!"
 სვეტიცხოვლობას გილოცაააავთ!

Wednesday, October 12, 2016

მათემატიკა --- ივარჯიშონ შესწავლილი ციფრების წერაში.
ისწავლონ!!! 1) თუ რიცხვს მივუმატებთ 1-ს მივიღებთ მის მომდევნო რიცხვს.(მაგ.1 +1=2)
2)თუ რიცხვს გამოვაკლებთ 1-ს მივიღებთ მის წინა რიცხვს.(მაგ.2-1=1)
 იცოდნენ 2-ისა და 3-ის შედგენილობა შეგნებულად.
   2                  3                3                  3
/     \              /   \              /  \               /  |   \
1   1            1     2          2   1           1   1   1
დასაწერად-12 ფურცლიან რვეულში ერთ ხაზზე გამოწერონ 5ცალი ერთიანი,ხოლო მომდევნო ხაზზე მასზე 2-ით მეტი ორიანი.იმავე რვეულში დახაზონ 3 წრე და 3 ოთოთხკუთხედი.(გააფერადონ სურვილისამებრ)



ქართული--თ   ასო-ბგერა საანალიზო ტექსტი წასაკითხად,დასაწერად მოსწავლის რვეულში გვ.15-ის ნახევარი (ნახატამდე)გამოწერონ.

Tuesday, October 11, 2016

მათემატიკა--გვ.31-32. რიცხვი-3(სამი) ციფრი-3(სამიანი)
სამი არის 2-ის მომდევნო რიცხვი.დაასახელონ 3ის წინა რიცხვები/(1:2) 2-ის წინა და მომდევნო რიცხვები.(1:3).ისწავლონ ციფრი 3-ის წერა.
დასაწერად-მოსწავლის რვეულში გვ9 სავ.3. 12 ფურცლიანში -ერთ მწკრივში დახაზონ 1 წრე და გააფერადონ წითლად,ხოლო მომდევნო მწკრივში დახაზონ მასზე 2-ით მეტი წრე და გააფერადონ მწვანედ!
          "3"
                 სამი თაგვი დღეში სამჯერ
                        სამ კილო თხილს ეზიდება,
                             სამ ტომარას ანადგურებს
                                   და არავის ერიდება.
ბუნება-- სამუშაო რვეულის გვ.12 ..მიეცით საშუალება ისაუბრონ პირად ნივთებზე.რატომ ვუწოდებთ ამ ნივთებს პირადს? შემდეგ შეასრულონ დავალება და წითელი ფანქრით შემოხაზონ ნივთები,რომელთა თხოვნაც არ შეიძლება.
ინგლისური--

ქართული---დასაწერად მოსწავლის რვეულში გვ.14 ბოლომდე.ავარჯიშეთ საანალიზო ტექსტის კითხვაში.
ანდაზები: "ადრე ამდგარსა კურდღელსა ვერ დაეწევა მწევარი."
ის ურჩევნია მამულსა,რომ შვილი სჯობდეს მამასა."


ქართული-- ი   და    ა     ასო-ბგერები .
ტექსტი "აი ია" წასაკითხად.მოსწავლის რვეულში გამოწერონ ი   და    ა   ასოები ნახევარი გვერდი.(ნახატამდე)
გამოატანეთ 12 ფურცლიანი რვეულები!!!

Monday, October 10, 2016

ქართული-გვ. 23 სურათის აღწერა.სასწავლი ლექსი დაურიგდათ.ვისაც გაქვთ მოძრავი ანბანი გამოატანეთ.ვისაც არ აქვს უახლოეს მომავალში როგორმე შეუძინეთ.ასევე დასჭირდებათ 12 ფურცლიანი (პირველი კლასის ქართულის)რვეულიც.

ხელოვნების გაკვეთილზე დაგვჭირდება პლასტილინი.

Sunday, October 9, 2016

ყურადღება! მეორე ტურის ჩატარებამდე ვრჩებით ისევ იმ ოთახში!
    ვისი შილიც დადიოდა საბავშვო ბაღში,ფურცელზე დაწერეთ ბავშვის სახელი გვარი,ბაღის ნომერი( მაგ.75-ე )და მომაწოდეთ გამოყვანის დროს.

Thursday, October 6, 2016

 მათემატიკა


ინგლისური

ქართული ენობრივი მასალის გამეორება. შეადგინონ წინადადებები და გრაფიკულად გამოსახონ სავარჯიშო რვეულებში.დამარცვლონ სიტყვები და გრაფიკულად გამოსახონ. ავარჯიშეთ განვლილი ელემენტების გამოწერაში.
 დასაწერად მოსწავლის რვეულში გვ.12. ნახატებს გაუკეთონ შესაბამისი გრაფიკული ,,წარწერა" და ხ ასო-ბგერის ნიშანი გაამუქონ.
ბუნება-სამუშაო რვეულში გვ.9.
დანართიდან გამოჭრან ბავშვებმა სურათები და ჩააკრან.სკოლის შენობის დათვალიერების შემდეგ აღარ უნდა გაუჭირდეთ ამ დავალების შესრულება.


                                              ჩემი ბარტყები....  
დიდი სმაილები-ის სურათის შედეგიდიდი სმაილები-ის სურათის შედეგი

                                                           მიყვარხაააართ...
  
                     









           სპორტის მხიარული გაკვეთილი..
დიდი სმაილები-ის სურათის შედეგი











                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 დღევანდელი შეჯიბრის გამარჯვებულები

                                                                               





             ეს კი ჩვენი "ექსკურსია" სკოლაში
დიდი სმაილები-ის სურათის შედეგი