Thursday, September 3, 2020

 მოგესალმებით!❤❤❤ როგორც იცით, სწავლა განახლდება 15 სექტემბერს. წელს მეორე ცვლაში იქნებით და გაკვეთილები ორის ნახევარზე დაგეწყებათ. თუმცა ცოტა ადრე მოგიწევთ ხოლმე მოსვლა. ამ და სხვა  საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგაწვდით თქვენი ახალი დამრიგებელი რუსუდან ახალკაცი.  

   აქვე დავწერ რუსუდან მასწავლებლის ნომერს  577388942

კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდით.

გისურვებთ წარმატებებს! ❤❤❤❤

Wednesday, August 26, 2020

     ჩემო ძვირფასო და მონატრებულო ბავშვებო, ახლოვდება 15 სექტემბერი და ვიცი, იმატებს ღელვა. დარწმუნებული ვარ, გაინტერესებთ ვინ იქნებიან თქვენი მასწავლებლები, რომელ საკლასო ოთახში მოგიწევთ მისვლა და ა.შ.   

   მინდა დაგამშვიდოთ, როგორც კი მივალ სკოლაში და ყველა თქვენს კითხვაზე მექნება პასუხი, აუცილებლად დაგიწერთ ბლოგზე. ასე რომ თქვენ არაფერზე იდარდოთ!💓💓💓💓


  მანამდე შეგიძლიათ გადახედოთ 18 ივლისს დადებულ სლაიდებს და გააკეთოთ შემაჯამებელი ტესტები.( რამდენიმეს უკვე შეუსრულებია ეს სახალისო დავალება!😘😘😘)

Saturday, July 18, 2020

გადადით შემდეგ ლინკზე →  https://app.edu.buncee.com/buncee/1ad1f5c4956a444db685f420dd24e6cd
გახსნის შემდეგ, ყოველი მომდევნო გვერდის სანახავად დააწკაპეთ მარჯვენა ისარს.

Wednesday, June 17, 2020

ყურადღება!

განახლდა წიგნების ჩაბარების პროცესი. 22 ივნისს, 12-დან 2 საათამდე გელოდებით სკოლაში.( პირბადით და ხელთათმანით)
შეგახსენებთ სახელმძღვანელოების ჩამონათვალს:
1.ქართული I-II ნაწილი
2.მათემატიკა I-II ნაწილი
3.ბუნება I-II ნაწილი
4.მე და საზოგადოება I-II ნაწილი
5.ხელოვნება I-II ნაწილი
6.ინგლისური
7.მუსიკა

რვეულები თქვენთან რჩება.
2კაცზე მეტი ერთად ნუ შემოხვალთ.

Friday, June 12, 2020

ორშაბათს მოსვლა აღარ არის საჭირო!
ვირუსის პრევენციის მიზნით დროებით ისევ შეჩერდა სახელმძღვანელოების ჩაბარება.
ორშაბათს, 12 საათზე ჩავერთოთ ერთმანეთს თიმსის საშუალებით(მე და საზოგადოების ჯგუფში) და მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას.
ორშაბათს ვაპირებდი მშობლებთან გასაუბრებას თიმსის საშუალებით,  თუმცა რადგან წიგნების ჩაბარება გახდა აუცილებელი, შევხვდებით ერთმანეთს სკოლაში.(სავალდებულო რომ არ იყოს, არ შეგაწუხებდით)

ორშაბათს 12-დან 2საათამდე მობრძანდით სკოლაში(პირბადით და ხელთათმანებით) შეგახსენებთ სახელმძღვანელოების ჩამონათვალს:
1.ქართული I-II ნაწილი
2.მათემატიკა I-II ნაწილი
3.ბუნება I-II ნაწილი
4.მე და საზოგადოება I-II ნაწილი
5.ხელოვნება I-II ნაწილი
6.ინგლისური
7.მუსიკა

რვეულები თქვენთან რჩება.
2კაცზე მეტი ერთად ნუ შემოხვალთ.