Friday, March 30, 2018

ორშაბათს გამოატანეთ 2 ცალი კვერცხის ნაჭუჭი,(ისე ჩატეხეთ,რომ მთლიანობა სრულად არ დაირღვეს. დაახლოებით ასე უნდა გამოიყურებოდეს,როგორიც სურათზეა.),ასევე დაგვჭირდება ფლომასტერები(ვისაც აქვს,იმან წამოიღოს)ძალიან ცოტა ბამბა და ხორბალი.


ქართული-- „ირმები და ტურა“ თხრობით.
დასაწერად:აქტივობიდან მე-3 და ხელის სავარჯიშო გამოწერონ ორჯერ.(ლამაზად!)

დარწმუნებული ვარ,დღევანდელი დღე არასდროს დაავიწყდებათ ჩემს პატარებს... მადლობა მშობლებს გვერდში დგომისთვის!










Thursday, March 29, 2018

ქართული- „ირმები  და ტურა“  კარგად კითხვით.უცხო სიტყვები სასწავლად.
დასაწერად: აქტივობიდან 1 და 2.


Wednesday, March 28, 2018

ბუკი არ დაგრჩეთ!

ქართული და მუსიკა მოინიშნეს.

მათემატიკა- დაწერონ ის ვარიანტი,რომელიც კლასში არ უწერიათ!!



Tuesday, March 27, 2018

ვინც გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებს თეატრში წამოსვლას(თუმცა იმედს ვიტოვებ რომ ეცდებით არ მოაკლოთ ბავშვებს ეს სიამოვნება!) ხვალ შეგვატყობინეთ პასუხი აუცილებლად!!!

ქართული-- სასწავლი და დასაწერი არ მიმიცია.
უნდა წაიკითხონ რაიმე უცხო ტექსტი,რაზეც ვისაუბრებთ ხვალ.(შეურჩიეთ ასაკის გათვალისწინებით)




Monday, March 26, 2018

ატარონ წებო,მაკრატელი და ფერადი ფანქრები!

შაბათს 12 საათზე მივდივართ თეატრში„მეორე სახლი“ .მსურველებმა ხვალისთვის აუცილებლად მიაწოდეთ ინფორმაცია კომიტეტის წევრებს.

ქართული- ტექსტი მოსაყოლად.

დასაწერად აქტივობიდან მე-3 და მე-4.


Friday, March 23, 2018

ქართული- „ჩიტები გამებუტნენ“კარგად კითხვით.
აქტივობაში-  პირველი სავარჯიშო.
ხელის სავარჯიშო გამოწერეთ 3-ჯერ.
მეორე დავალებაზე იფიქრეთ,კლასში დაგაწერინებთ.

მათემატიკა


Thursday, March 22, 2018

გამოატანეთ პლასტილინი!

ქართული_  ლექსი ზეპირად.
აქტივობიდან ხელის სავარჯიშო გამოწერონ 3-ჯერ.


Wednesday, March 21, 2018

ქართული-- ნ.დუმბაძის „გაზაფხული“  კარგად კითხვით.
აქტივობიდან 1,2 და 3.
მათემატიკა-

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა!












Tuesday, March 20, 2018

ხვალისთვის წამოიღონ საღებავები!!

ქართული-- ტექსტი მოსაყოლად.
საზეპირო ადგილი მოინიშნეს,რომელსაც ხვალ საკლასო წერაში დაწერენ.

მათემატიკა--

Monday, March 19, 2018

ქართული-- „გაზაფხული მოვიდა“ კარგად კითხვით.
აქტივობიდან- პირველი და მეორე სავარჯიშო.

მათემატიკა-- გვ.193-ის მე-9 და მე-10
გვ.194-ის პირველიდან მე-10 სავარჯიშოს ჩათვლით.

დღეს ერთი კეთილშობილი,მზრუნველი და ყველასათვის საყვარელი ბიჭის დაბადების დღეა!
   თორნიკე,ღრმად მწამს ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილი გაიზრდები და ასახელებ როგორც ოჯახს,ასევე შენს მასწავლებელსა და სკოლას!






დღეს,ბუნების გაკვეთილი საკმაოდ ხალისიანი გამოგვივიდა.გავაკეთეთ დასკვნა,რომ ტანსაცმელი კი არ გვიპატარავდება,არამედ ვიზრდებით ჩვეენ.















Friday, March 16, 2018

ქართული- ლექსი "აი ია" ზეპირად, ვინც შეძლებს.
საინფორმაციო ტექსტი "სირაქლემა"  მოსაყოლად.
დასაწერი მითითებული გაქვთ ტექსტის ბოლოს.


მათემატიკა

ორშაბათს წამოიღეთ ბავშვობის ერთი ფოტო და  ტანსაცმელი,რომელიც "დაგიპატარავდათ".(ერთი საკმარისია)

სამშაბათს დაგვჭირდება პლასტილინი.

Sunday, March 11, 2018

   ჩემო პატარებო,იმედია ნაყოფიერად ატარებთ არდადეგებს... ითამაშეთ ბევრი,გაერთეთ და დაისვენეთ... ხანდახან წაიკითხეთ ზღაპრები,პატარა მოთხრობები და რომ დაბრუნდებით მიამბეთ თქვენი წაკითხული საინტერესო ამბების შესახებ.
    არ დაივიწყოთ ანგარიშიც,სთხოვეთ უფროსებს გამოგცადონ სისწრაფეში.20-ის ფარგლებში განამტკიცეთ ზეპირი ანგარიში.ხშირად გაიმეორეთ,თუ როგორ ვიპოვოთ შეკრებისა და გამოკლების უცნობი კომპონენტები.

   ი.ნონეშვილის ლექსი,რომელიც დაგირიგეთ,როგორც შევთანხმდით ისწავლეთ რამდენსაც შეძლებთ!აქ დაგიდებთ ჩანაწერს.





შეხვედრამდეეეეეე!  💕💕💕💕




Wednesday, March 7, 2018


     მიყვარხართ ჩემო ცელქებო!

 
  ჩემო პატარა და ლამაზო ქალბატონებო,ეს სიმღერა თქვენ გეძღვნებათ!


Tuesday, March 6, 2018

ხვალიდან ბავშვები შემოუშვით იმ კარიდან,საიდანაც გაკვეთილების დასრულებისას გამომყავს.

ქართული-ლექსი ზეპირად.ბოლო სტროფს დავწერთ საკლასო წერაში,ამიტომ შესაბამისად მოამზადეთ.

დასაწერად: გასარჩევად--
შოთამ ლამაზი ბარათი დაამზადა.


Monday, March 5, 2018

მათემატიკა- შემოხაზული სავარჯიშოები
ქართული- „საჩუქარი“ კარგად კითხვით.
დასაწერად:მოიგონეთ პატარა ამბავი დედაზე.სათაური თავად შეურჩიეთ.

დღეს სტუმრად გვყავდა ჩვენი სკოლის ექიმი,რომელიც ბავშვებს ჰიგიენაზე და მის დაცვაზე გაესაუბრა.იმედია გაითვალისწინებთ მის რჩევებს.
მშობლებს მოგმართავთ თხოვნით,პროფილაქტიკის მიზნით შეუმოწმეთ ბავშვებს თავები.