ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვეებთ!
Thursday, September 29, 2016
Wednesday, September 28, 2016
მათემატიკა--იმეორონ განვლილი მასალა.აღარ უნდა ეშლებოდეთ თვლა 10ის ფარგალში.წინა და მომდევნო რიცხვები.შეეძლოთ საგნის განსაზღვრა რიგითობის მიხედვით!დასაწერი არ აქვთ,მაგრამ ამუშავეთ სავარჯიშო რვეულებში უკვე შესწავლილ ელემენტებზე!
ქართული--- ახალი გაკვეთილი არ აქვთ.გაიმეორონ ნასწავლი ლექსები და გამოცანები.ივარჯიშონ სიტყვაში ხმოვნისა და თანხმოვნის ამოცნობაზე,სიტყვის გრაფიკული ნიშნებით გამოსახვაზე.
Tuesday, September 27, 2016
Monday, September 26, 2016
ჯვართამაღლებას გილოცავთ!
"აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროზთა ზედა ღვთივ-დაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე, და საფარველსა შენსა ქვეშე ჯვრისა შენისა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა!"
მათემატიკა--- გვ.19-20 ზემოთ,ქვემოთ.
დაუსვით ბავშვებს კითხვები,სადაც გამოყენებული იქნება სიტყვები ზემოთ,ქვემოთ,მარჯვნივ,მარცხნივ.მაგ.რომელი გოგონა დგას უფრო მარჯვნივ?რა ფერის თვითმფრინავია უფრო ზემოთ? და ა.შ.
ისწავლონ სამკუთხედის განმარტება:სამკუთხედი ისეთი გეომეტრიული ფიგურაა,რომელსაც აქვს სამი კუთხე,სამი გვერდი,და სამი წვერო. დასაწერად გვ.6 სავ.7-ის 6 მწკრივი.
ხელოვნება--გვ.10 გეომეტრიული ფორმები.
ფერადი ფურცლებისგან გამოჭერით წიგნში მოცემული გეომეტრიული ფორმის ფიგურების მსგავსი ფორმები. გამოჭრილი ფიგურების გამოყენებით ბავშვებმა შექმნან აპლიკაცია( თეთრ თაბახის ფურცლებზე.)მსგავსი მე-11 გვერდზე მოცემული აპლიკაციისა.გამოატანეთ ხელოვნების მომდევნო გაკვეთილზე.
Friday, September 23, 2016
Thursday, September 22, 2016
მათემატიკა---გამოიყენეთ დასვენების დღეები და გაიმეორეთ განვლილი მასალა.განამტკიცეთ თვლა 10-ის ფარგალში. ყურადღება მიაქციეთ უკან თვლას.გამოიყენეთ ტერმინები მეტია, ნაკლებია,იმდენივეა,წინა მომდევნო.შეძლონ საგნების დასახელება რიგითობის მიხედვით. დასაწერად---გვ.6 სავ.5.წინსწრებით ნუ შეასრულებინებთ დავალებებს!
ორშაბათიდან ბავშვები დამოუკიდებლად შემოუშვით!!!!!
ორშაბათს ბავშვებს ჩავუდებ ბლანკებს,თქვენ შეავსებთ და სამშაბათს ფაილში ჩადებულს მომიტანთ.არ დაგავიწყდეთ ბლანკთან ერთად ბავშვის დაბადების და მშობლის(ვინც ბლანკს შეავსებს) პირადობის მოწმობების ასლების ჩადებაც. აქ გიდებთ ნიმუშად ჩემი შვილისთვის შევსებულ ბლანკს,ვფიქრობ დაგეხმარებათ შევსების დროს..6 ადგილას მოგიწევთ ხელის მოწერა,როგორც ამ სურათებზე ხედავთ.
Wednesday, September 21, 2016
პარასკევის დავალება
მათემატიკა--- გვ18. წინა და მომდევნო
შეძლონ მოცემული საგნის წინა და მომდევნო საგნების დასახელება.აგრეთვე მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო(მეზობელი) რიცხვების დასახელება 10-ის ფარგალში.
უპასუხონ კითხვებს: რომელია რიგში ცხვარი? რიგით მისი წინა რომელია?რიგით მისი მომდევნო რომელია? და ა. შ. თვლის დროს რა რიცხვს ვასახელებთ 4-ის შემდეგ?4-ის წინ?...
დასაწერად-- გვ.5 სავ.4
ბუნება-- რვეულებში გვ.7 სავ.3 საკლასო და საცხოვრებელი ბინის ოთახებში შეძლონ მსგავსი საგნების პოვნა და ფანქრის საშუალებით მათი შეერთება.
ქართული- გვ.9 სურათის აღწერა.დასაწერად ახალი არაფერი.ვისაც არ ეწერა,მათ ხვალისთვის აუცილებლად შეასრულონ დავალება!
Tuesday, September 20, 2016
ხუთშაბათისთვის მოსამაზადებელი დავალება გილოცავთ ღვთისმშობლობას!დაესწარით მრავალს!!! მათემატიკა--- გვ.16-17.რომელია პირველი? შეძლონ რიგის მიხედვით საგნების დასახელება.განამტკიცონ თვლა 10 ის ფარგალში ზრდადობით და კლებადობით.დასაწერად-გვ.5.სავ.-3
ქართული-- წიგნიდან შემოდგომის სურათის აღწერა. შეძლონ შემოდგომის თვეების დასახელება.ავარჯიშეთ სიტყვების დამარცვლაზე.დასაწერად გვ.5 მთლიანად.სასწავლი ლექსი დაურიგდათ.ხ.ბერულავას
"შემოდგომა"
სექტემბრიდან დეკემბრამდე,შარიშურობს ნება-ნება,
რომ პეშვებით დაარიგოს სიუხვე და ნეტარება.
ქარი ქრის და წვიმის წვეთებს მზე ღრუბლებში ემალება,
რომ თავისი შუქ- ნათელი მოგვაფრქვიოს ნება-ნება..
ქართული-- წიგნიდან შემოდგომის სურათის აღწერა. შეძლონ შემოდგომის თვეების დასახელება.ავარჯიშეთ სიტყვების დამარცვლაზე.დასაწერად გვ.5 მთლიანად.სასწავლი ლექსი დაურიგდათ.ხ.ბერულავას
"შემოდგომა"
სექტემბრიდან დეკემბრამდე,შარიშურობს ნება-ნება,
რომ პეშვებით დაარიგოს სიუხვე და ნეტარება.
ქარი ქრის და წვიმის წვეთებს მზე ღრუბლებში ემალება,
რომ თავისი შუქ- ნათელი მოგვაფრქვიოს ნება-ნება..
Monday, September 19, 2016
ხვალ 2 საათისთვის მშობლები მობრძანდით სკოლაში და თან იქონიეთ თქვენი პირადობის მოწმობა ბავშვის დაბადების მოწმობის დედანთან ერთად.გთხოვთ არ დააგვიანოთ დილით.ბავშვები შემოუშვით დამოუკიდებლად. ქართულის რვეულებში დასაწერად აქვთ პირველი გვერდი მთლიანად. გთხოვთ გადაუმოწმეთ წიგნები და გამოატანეთ ცხრილის მიხედვით!
Friday, September 16, 2016
მათემატიკა-გვ.10,11,12. რამდენია? დავთვალოთ! უპასუხონ კითხვებს:რამდენი ვერტმფრენი მიფრინავს? რამდენი ვაშლის ხეა? რამდენი მანქანააა?....განამტკიცონ ათის ფარგალში თვლა.1-დან 10-მდე და 10-დან უკან.შეძლონ წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება. ქართული-დასაწერად პირველი სავარჯიშო რვეულიდან.სასწავლი ლექსი დაურიგდათ.ცხრილს ორშაბათამდე დავდებ ბლოგზე და ყურადღებით იყავით! ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ.
Subscribe to:
Posts (Atom)